ისტორიული ,, კურტუაზული " ცხოვრების ეტიკეტი ანუ რაინდების პლატონური სიყვარულის შესახებ 2019, 6 ივლისი, 1:03 აკვიატანიაში, რიჩარდი და მისი ძმები, რაინდების შესაფერისად იზრდებოდნენ. სწავლობდნენ და დროს ატარებდნენ. ![]() ![]() კურტუაზულობა, საზოგადო გაგებით, ესაა მეფისა თუ დიდგვაროვანის კარზე, ქცევის წესების სისტემა. რომელიც კარისკაცობის მსურველს აუცილებლად უნდა ჰქონოდა. ანუ ეს იყო ერთგვარი რაინდული კოდექსი. თვით ეს ცნება “ კურტუაზულობა ", სიყვარულის საუკუნოვანი კონცეფცია გულისხმობდა, რომ ურთიერთობა შეყვარებულ რაინდსა და მის გულის რჩეულს, სატრფოს ( ქალბატონს) შორის ისეთივე უნდა ყოფილიყო როგორიც ვასალსა და მის სიუზენს, ანუ ბატონს შორის. ![]() იმის გამო, რომ ასეთი ურთიერთობა სოციალური კიბის სხვადასხვა საფეხურზე მდგომი ადამიანების ურთიერთობას გულისხმობდა. თანაც ქალბატონი უმრავლეს შემთხვევაში, გათხოვილი გახლდათ, რაინდის სიყვარული, თავის იდეალში, ყოველთვის უპასუხო ანუ პლატონური იყო. ![]() ზოგიერთი მკვლევარის აზრით, “ კურტუაზული " სიყვარულის იდეალის ჩამოყალიბებაზე გავლენა მოახდინა რომაელი პოეტის ოვიდიუსის ტრაქტატმა “ სიყვარულის ხელოვნება" რომელიც ერთგვარ ენციკლოპედიად იქცა. სადაც თითქოსდა შეყვარებული რაინდის ქცევის წესი იყო გადმოცემული :“ მშვენიერი ქალბატონის " თაყვანისმცემელი თრთის, ფერმკრთალია, ღამეები არ სძინავს, შეიძლება მოკვდეს კიდეც. თუკი მის გრძნობას არ შეამჩნევენ. ![]() /სტატია დაწერილია რიჩარდ ლომგულის ბიოგრაფიის მიხედვით/ 178 1-ს მოსწონს
|