ისტორიული რამზეს XII ეთათბირა ღმერთებს და ტახტის მემკვიდრედ თავისი 22 წლის ვაჟი რამზესი გამოაცხადა 2019, 21 აპრილი, 19:39 (სტატია დაწერილია მსოფლიო ლიტერატურის ტომეულის, ბოლესლავ პრუსის რომანის “ ფარაონის მიხედვით) რომანი ძირითადად ძვ. ეგვიპტის ისტორიას ეხება. ეს ის პერიოდია როცა ძველ ეგვიპტეში ტაძრებმა და ქურუმებმა ისეთ ეკონომიურ ძლიერებას მიაღწიეს, რომ თითქმის მთლიანად დაჩრდილეს ღმერთებთან გათანაბრებული ფარაონების ხელისუფლება.![]() ![]() “ რამზეს XII ის ( XX დინასტიის უკანასკნელი ფარაონი, ეგრეთწოდებული რამესიდების გვარეულობიდან.) მეფობის 33 წელს ეგვიპტე დღესასაწაულობდა ორ საზეიმო ამბვს.რაც სიამაყითა და შვებით ავსებდა მისი ერთგული ქვეშევრდომების გულს. მეხირის თვეში დეკემბერში, უხვი შესაწირავით დატვირთული დაბრუნდა თებეს ( ეგვიპტის სატახტო ქალაქი) ღმერთი ხონსუ ( მთვარის ღმერთი მას გამოხატავდნენ ადამიანის სახით, რომელსაც თავზე ნამგალა მთვარე ჰქონდა) . რომელმაც 3 წელი და 9 თვე იმოგზაურა ბუხთენის ( სირიის ერთერთი პროვინცია) მხარეში. სადაც განკურნა მეფის ასული ბენტრეში . და ავი სული მოაშორა არამარტო მეფის ოჯახს, არამედ ბუხთენის მთელ ციხესიმაგრეს . ![]() ფარმუტის თვეში, თებერვალში კი ზემო და ქვემო ეგვიპტის მბრძანებელი, ფინიკიისა და ცხრა ხალხის ხელმწიფე, ღმერთების სწორი მერი - ამონ - რამზეს XII ეთათბირა ღმერთებს და ტახტის მემკვიდრედ თავისი 22 წლის ვაჟი რამზესი გამოაცხადა . ![]() ამ არჩევანმა დიდად გაახარა ქურუმები. დიდებული ნომარქოსები ( პროვინციების მმართველები ) მამაცი ჯარი, ყველა სულდგმული, ეს იმიტომ რომ ფარაონის უფროსი ვაჟები, ხეთელთა მეფის ასულის ხელში რომ ჰყავდა, რაღაც გამოუცნობი ჯადოს მოქმედებით ავი სულით იყვნენ შეპყრობილნი. ![]() ერთ მათგანს, რომელიც უკვე 27 წლისა იყო, ფეხები წაერთვა, მეორემ ვენები გადაიჭრა და მოკვდა, მესამე კი ღვინის სმას დაეწაფა, გაგიჟდა, თავი მაიმუნად წარმოიდგინა და მთელ დღეებს ხეებზე ატარებდა. ![]() მხოლოდ უმაღლესი ქურუმის ამენხოტების ასულის, დედოფალ, ნიკოტრისას, მიერ შობილი , მეოთხე ძე ფარაონისა - რამზესი იყო აპისივით ( საღვთო ხარი, პტას ტაძარში, მემფისში) ღონიერი. ლომივით შეუპოვარი და ქურუმებისავით ბრძენი. ![]() ბავშვობიდანვე შემოიკრებდა სამხედრო პირებს იტყოდა ხოლმე : “ ღმერთებს მეფის უმცროს ვაჟად კი არა, ფარაონად რომ გავეჩინე, მე, რამზეს დიდის მსგავსად, დავიპყრობდი, ეგვიპტესავით ჯერ უცნობ 9 ხალხს. ავაგებდი ყველა თებეზე აღმატებული სიდიდის ტაძარს, ჩემთვის კი აღვმართავდი პირამიდას, რომელთან შედარებით ხეოფსის აკლდამა ისევე გამოჩნდებოდა, როგორც ვარდის ბუჩქი. ![]() ტიტულის მიღების შემდეგ მამას სთხოვა იგი დაენიშნა მენფატის კორპუსის სარდლად. ღმერთების სწორი რამზეს XII ეთათბირა ღმერთებს და მემკვიდრეს დასთანხმდა . თუკი იგი ნიჭს გამოიჩენდა.... 177 1-ს მოსწონს
|