ფეხბურთი სიყვარული 2012, 21 ივლისი, 0:34 სიყვარული ეს არის გრძნობა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს. როდესაც ადამიანი შეყვარებულია ის კარგავს ყველა გრძნობას და რჩება მარტო სიყვარული. სიყვარული ყველაზე ლამაზი, სუფთა, უმანკო, უკელთიშობილესი გრძნობაა. ყველაზე დიდი ნიჭი, რაც ღმერთმა ადამიანს უბოძა.როცა გიყვარს ადამიანი იცვლები, მთელი სამყარო იცვლება შენს გარშემო. ყველაფერი პატარა ბავშვივით გახარებს და ბედნიერებას იღებ ყოველი წვრილმანისგან. სიყვარული გრძნობაა, რომელიც საოცრებებს ახდენს. ეს არის საოცარი კავშირი ადამიანებს შორის, რომელიც აუხსნელია, დაუწერელია. ეს უნდა განიცადო. დატკბე ამ ტკბილი ნექტრით და შეიგრძნო მთელი არსებით. ბედნიერია ის ვისაც სიყვარული შეუძლია. ვინც იცის რაა წმინდა სიყვარული ეგოიზმისგან, ანგარებისგან, შურისგან დაცლილი. სიყვარული თვით ღმერთია, უდიდესი ნიჭია და ცოდვაა ის ადამიანი, ვინც ამ ნიჭის განცდის გარეშე დატოვებს ამ წუთისოფელს. შეეკითხეთ ნებისმიერს, თუ რა არის სიყვარული და გასაგებად ვერავინ აგიხსნითამ სიტყვის არსს. გახშირებული გულისცემა, ციებიანივით სუნთქვა, კუნთების კანკალი, სველი ხელისგულები, აწითლებული ლოყები, უმიზეზო ღიმილი... უჩვეულოდ მოვარდნილი და ყოვლისმომცველი ეიფორიის გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ შეუძლიებელია. ეს თავისებური დაავადებაა – სიმპტომებიც ასეთი აქვს. მაგრამ ბუნებამ, რომელმაც ჩადო ადამიანში სიყვარულის სიგიჟე, განკურნებაც გაითვალისწინა. ეს ქარბორბალა ყოველ ადამიანში სხვადასხვა დროით გრძელდება: ვიღაცისთვის ერთი თვე, 3911 2-ს მოსწონს
|