საზოგადოება დიახ მე არ ვარ ღვიძლი მამა, მაგრამ მე შვილმკვდარი მამა ვარ 2019, 21 აპრილი, 15:15 პოსტი რომელიც 15 წლის ბიჭის გარდაცვალებას გამოეხმაურა და დიდი განხილვის საგნად იქცა.
“ ეს ბავშვი ჩემი შვილია! ის 15 წლის იყო და თავი მოიკლა! 38 ლარი ჰქონდა სკოლის ბუფეტში ვალი და იმიტომ ! სხვების ნაცვამი ტანსაცმელი მობეზრდა და იმიტომ! ყოველდღე სხვისი გამომცხვარი პურის ჭამით დაიღალა! მობეზრდა ყოველდღე სიტყვები : გშია? მოდი მოგცემ! მობეზრდა სიტყვები :“ ჩემი შვილის ტანსაცმელს და ჩაიცვი . " მობეზრდა სხვისი სათამაშოები, სხვისი წიგნები, სხვისი, სხვისი, სხვისი, ყველაფერი სხვისი მობეზრდა. მას არაფერი არ ჰქონდა თავისი, თავისი თავმოყვარეობის გარდა. ამ თავმოყვარეობის გამო ქნა ეს! 15 წელი ის ასაკია ბიჭის ცხოვრებაში, როცა რაღაც მაინც გინდა გქონდეს და როცა გინდა თუნდაც თუნდაც შენი 50 თეთრი გედოს ჯიბეში . რომ სკოლაში ბულკი მაინც შეჭამო შესვენებაზე და ნისიად არ აიღო! ის 15 წლის იყო და არდადეგებზე დამლაგებლად მუშაობდა ხოლმე! მას უბრალოდ სიცოცხლე მობეზრდა და ამ ჯოჯოხეთში! ამ ფოტოზეც სხვისი ტანსაცმელი აცვია! ის ჩემი შვილი იყო, რომელმაც თავი მოიკლა და ამით ყველა ერთად მოგვკლა. ამ პატარა ბიჭმა შეძლო და საკუთარ სინდისში ჩაგვახედა ყველა! ისინიც კი ვისაც ეს სინდისი არა აქვს! წამით მაინც ჩაახედა ბევრი არარაობა საკუთარ თავში! იცით რამდენჯერ დაუძინია მშიერს? მცივანს? იცით რა ლამაზ სიზმრებს ხედავდა ყოველ ღამე? იცით რას გრძნობდა ხოლმე? როცა საკუთარ მომავალს წარმოიდგენდა ხოლმე? წამით მაინც წარმოიდგინეთ რას გრძნობდა სანამ ხელში თოკს აიღებდა ხელში? საქართველო! მე უკვე მართლა გული მოერევა შენზე! მე შვილმკვდარი მამა ვარ .! ჩემი წინა პოსტის შემდეგ, შემოცვენილები არიან ფეიქ ექაუნთები ჩემს გვერდზე, რომელიც ამტკიცებენ რომ ბავშვს არაფერი უჭირდა და თვითონ მოიკლა თავი! აი ეს არის ბოროტება. თვითონ შეგიძლიათ ნახოთ ეს გულისამრევი საქციელი. და ბოლოს, იცით რა კითხვა გამიჩნდა? ამ კომენტარების კითხვისას? როდის გადავგვარდით? სად გადავგვარდით? რა ჯანდაბა გვჭირს? და საერთოდ რას დავემსგავსეთ ? 15 წლის ბავშვის ტრაგედია ერთმანეთის დაპირისპირების მოედნად იქცა . დიახ მე არ ვარ ღვიძლი მამა, მაგრამ მე ახლაც ვთვლი რომ ის ჩემი შვილია, ის შენი შვილიც არის, და თქვენი შვილიც არის, დიახ ჩვენ ყველას შვილმა მოიკლა თავი ! ასეთი ემოციური პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქის მომხმარებლმა თავის გვერძე. 253 შეფასება არ არის
|