საქართველო ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს მარნეულში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ჰყავთ 2019, 21 აპრილი, 12:00 19 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.საარჩევნო პროცესში, პოლიტიკურ პარტიების გარდა, მონაწილეობას მიიღებს ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის მიერ, ერთობლივად წარდგენილი კანდიდატი - ალი ბადიროვი. საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის გიორგი გოგუას თქმით - “2019 წლის 19 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა ქალაქის ახალ მერს აირჩევს.წლების განმავლობაში მარნეულში, ისევე როგორც საქართველოს სხვა მუნიციპალურ ერთეულებში არ მომხდარა მოსახლეობის ყოფითი პრობლემების გადაჭრისთვის პროაქტიული ღონისძიებების განხორციელება.ის უმნიშვნელო ცვლილებებიც კი რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუნიციპალიტეტებისთვის გაკეთდა, ტოვებს ფასადურობის შთაბეჭდილებას და სრულად ვერ პასუხობს მოსახლეობის წინაშე მდგარ გამოწვევებს.სამწუხაროდ : კეთილდღეობამ, ეკონომიკურმა დოვლათმა და სოციალურმა განვითარებამ თანაბრად ვერ მიაღწია თითოეული ოჯახების, ინდივიდების დონემდე.
ფორმალური სტატესტიკური მაჩვენებლების მიღმა, დგას მწარე რეალობა - ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას დაკარგული აქვს რწმენა იმისა, რომ სახელმწიფოს არჩეული თუ დანიშნული ჩინოვნიკები რაიმეს შეცვლიან მათ სასიკეთოდ.მოქალაქეთა ამგვარ დამოკიდებულებას ერთის მხრივ ის წინაპირობა გააჩნია, რომ სახელმწოფოს მიერ დეცენტრალიზაციის ეფექტური პოლიტიკის განხორციელება კვლავაც ფრაგმენტული და არასრულყოფილია.ამდენად, რეგიონალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების სირთულე, გარკვეულწილად წარმოშობს კიდეც არაეფექტური მმართველობის წინაპირობებს.მეორეს მხრივ, იმ დელეგირებული უფლებების ფარგლებშიც კი, რაც სახელმწიფოს გააჩნია.
სახეზე გვაქვს: - გადაწყვეტილებების მიღების დროში გაწელილი პროცესი, პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარებისთვის არასრულყოფილი და დაუბალანსებელი საკადრო პოლიტიკა, ნეპოტიზმი და კორუფცია. ზემოაღნიშნული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ, სტუდენტმა-ახალგაზრდებმა, რომელშიც ვერთიანდებით ქართველები და ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები გადავწყვიტეთ, რომ 2019 წლის 19 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტში, მერობის რიგგარეშე არჩევნებში წარგვედგინა დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი _ალი ბადიროვი.ამისათვის შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც მარნეულის #22-ე საოლქო-საარჩევნო კომისიას კანდიდატის დარეგისტრირების მიზნით წარუდგინა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობოს მხარდამჭერი ხელმოწერები.აღნიშნული ხელმოწერების შეგროვება “კარდაკარის" პრინციპით ხორციელდებოდა მარნეულის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სხვადასხვა სოფლებში.ამ პროცესში საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები მოსახლეობისგან გულდასმით ისმენდნენ მათი ოჯახების, თემის პრობლემებსა და სატკივარს.ჩვენთვის ფრიად სასიხარულოა, რომ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა დიდ იმედს ამყარებს სტუდენტი-ახალგაზრდების ჩართულობაზე. საზოგადოების თვალში ნდობა დაკარგული პოლიტიკური პარტიების ნაცვლად - მოსახლეობისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები საკუთარი ენთუზიაზმით, ცოდნა-გამოცდილებით ჩავერთვებით მარნეულის მერობის არჩევნებში.გვაქვს იმედი, რომ ახალგაზრდები, რომლებიც არ მივეკუთვნებით არც ერთ პოლიტიკურ ძალას, მიუხედავად შეზღუდული რესურსებისა აღნიშნულ საარჩევნო პროცესში შევქმნით პრეცენდენტს, რომელიც ისევ და ისევ დამყარებული იქნება ახალგაზრდულ ენთუზიაზმზე, ეთნიკურ ჯგუფებს შორის ჭეშმარიტად ტოლერანტული და მეგობრული გარემოს შექმნაზე, სოციალური და და ეკონომიკური პროგრესისაკენ სწრაფვაზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე...''
54 1-ს მოსწონს
|