სხვა ფრთხილად! სახლიდან ეს არ უნდა გადაიყაროს 2019, 22 აპრილი, 10:34 ცნობილია, რომ უსარგებლო ნივთების და ნაგვისგან სახლი უნდა გავათავისუფლდეს, მაგრამ ყველაფრის გადაყრა არ შეიძლება იმდენად, რამდენადაც ამან შეიძლება პრობლემებთან მიგიყვანოთ. ბევრი ნივთი ენერგეტიკულად არის დაკავშირებული სახლთან ან იმ ადამიანებთან, ვინც შიგ ცხოვრობს. ბევრი ნივთი გვეხმარება სახლში შევქმნათ დადებითი ენერგეტიკა, მაგრამ არა მხოლოდ ასეთების გადაგდება არ ღირს. არსებობენ საგნები, რომლებიც არ იზიდავენ წარმატებას, მაგრამ თუ გადააგდებთ, შეიძლება რამე ცუდი მოხდეს. თმა და ფრჩხილები
რა თქმა უნდა ისინი უნდა მოვიშოროთ, მას ხომ არავინ აგროვებს. უნდა ეცადოთ ისე გადაყაროთ, რომ ვერავინ ნახოს, მაგალითად გაახვიოთ ქაღალდში ან გულმოდგინედ დააქუცმაცოთ.
საათებიშენიშვნა: მუშა მექანიზმის მქონე საათები. საათი - ეს დროა, ხოლო დროის მიმოფანტვა კატეგორიულად აკრძალულია. აქ მოქმედებს ერთგვარი სიმბოლიზმი, მაგრამ dailyhoro.ru საიტის ექსპერტები დამაჯერებლად გვირჩევენ, არ შევამოწმოთ ეს დარიგება, რადგან უბრალოდ ასე არ იარსებებდა ეს მითითება. საათი მაგიურ საგნად ითვლება, რომელიც ადამიანს აკავშირებს და ამაგრებს იმ ადგილზე, სადაც ის ცხოვრობს. საათი ისრუტავს ყველაზე კარგს და ყველაზე ცუდს. სწორედ ამიტომ არ შეიძლება მათი ჩუქება იმ შემთხვევაში, თუ სხვა სახლში იდო მანამდე. ითვლება, რომ საათის გადაგდებისას თქვენ არღვევთ კავშირს ახლობელ ადამიანებთან. ამან შეიძლება ურთიერთობების გაწყვეტასთან, სერიოზულ კამათთან და სკანდალთან მიგიყვანოთ. ამიტომ სჯობს საათი შეაკეთოთ, ხოლო თავიდან მოიშოროთ მხოლოდ სრულად გაფუჭების შემდეგ.
პურიპური ბევრ კულტურაში წარმოადგენს წმინდა საკვებს. ის ოჯახში ბარაქის და ბედნიერების სიმბოლოა. ნაგავში მისი გადაგდება არ შეიძლება, მაგრამ დაფშვნა და ფრინველებისთვის მიცემა შეიძლება. ამგვარად თქვენ პურს გაუნაწილებთ და არა გადაყრით.
საეთოდ, ექსპერტები არ გვირჩევენ საკვების გადაგდებას. ეს ეხება მარილსაც. მარილის გასესხება არ შეიძლება, ან უნდა აჩუქოთ, ან თავად გამოიყენოთ საკვებში. თუ ამ წესს დაარღვევთ, ნეგატივს მოიზიდავთ საკუთარ თავზე და ოჯახზე.
საფულესაფულე - ეს ფულის შესანახი ადგილია, ამიტომ ის ფინანსურ თილისმას წარმოადგენს. საფულე შეიძლება გაიცვითოს ან უვარგისი გახდეს სახმარად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაშინვე გადაუძახოთ ნაგვის ყუთში. აიღეთ ახალი საფულე და ფული იქ ჩადეთ, მაგრამ ეცადეთ ძველი საფულეც თან ატაროთ რამდენიმე დღე, შემდეგ კი ერთი კვირით დატოვეთ სახლში. ამგვარად ახალი საფულე შეძლებს „შეეჩვიოს“ პატრონს, ხოლო ძველი - გაწყვეტს ამ კავშირს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ. როდესაც თქვენ შეწყვეტთ საფულით სარგებლობას, იმ დრომდე, სანამ გადააგდებთ, ჩადეთ შიგ კუპიურა. როდესაც ძველ საფულეს გადააგდებთ, გადაიტანეთ ეს კუპიურა ახალში. ყველას, ვისაც ახალი საფულის შეძენა სურს, გირჩევთ გაეცნოთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომელი საფულე უფრო იზიდავს ფულს. ფოტოსურათებიარავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფოტოსურათების გადაგდება. განადგურებას ექვემდებარება მხოლოდ ის სურათები, რომლებზეც დაბეჭდილია უცხო ადამიანები, არა თქვენი ნათესავები და თქვენი ოჯახის ახლობლები. თუ სურათზე არის გამოსახული ვინმე ისეთი, ვინც თქვენთვის ძვირფასია, ან ვინც ახლოს იყო თქვენთან, მაშინ უმჯობესია შეინახოთ ფოტო სამახსოვროდ მაშინაც კი, თუ უკვე აღარ გაქვთ მასთან ურთიერთობა. ამ სახით კავშირის გაწყვეტა არ შეიძლება. მხოლოდ საკუთარი მტრის სურათის გადაგდება შეიძლება. ხშირად მეგობრები არაკეთილმოსურნე და დაუძინებელ მტრად იქცევიან, რითაც უწევთ ცხოვრება. ასეთი ადამიანების სურათები უნდა გადააგდოთ. თუ სურათზე თქვენ ხართ გამოახული, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაანადგუროთ, ვინც არ უნდა იყოს თქვენ გვერდით. ამას სერიოზულ შედეგებამდე ვივყავართ - ავადმყოფობებამდე, თვითგათვალვამდე, შავ ზოლამდე და ასე შემდეგ. თუ უკვე გადააგდეთ ისეთი ნივთი, რომელიც არ უნდა გადაგეგდოთ, დროზე ადრე ნუ ჩავარდებით პანიკაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ წარმატების მოსაზიდი სხვადასხვა მეთოდები, როგორიცაა: აფირმაციები, მედიტაცია, რიტუალები, ლოცვები. ფენ-შუიშიც არის რამდენიმე მეთოდი წარმატების მოზიდვისა. ყველაფერი ეს დაგეხმარებათ გაანეიტრალოთ დაშვებული შეცდომის შედეგი. გისურვებთ წარმატებებს და არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ მეგობრებს ეს ინფორმაცია! იხილეთ ასევე:ყველა სახლს თავისი არომატი აქვს. ზოგის სახლს ასდის სუნამოს ან ყავის სუნი, ზოგისას საჭმლის ან თბილი რძის. მაგრამ არსებობენ ისეთი სახლებიც, სადაც სუფევს წარმოუდგენელი სისუფთავის სუნი. ამასთანავე თქვენ იქ თავს გრძნობთ ძალიან მყუდროდ, რადგან ეს არაა ჰაერის გამწმენდი აეროზოლის ხელოვნური სუნი. ადვილი შესაძლებელია ამ ყოველი ჩვენგანი რაღაც უკეთესობისკენ ისწრაფვის _ ასეთია ადამიანის ბუნება. ეს სრულიად ბუნებრივია ნებისმიერი ადამიანისთვის :იფიქრო კარიერულ ზრდაზე, ისურვო მშვენიერი გულწრფელი ურთიერთობები, იოცნებო საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციაზე და ახალი ნიჭის აღმოჩენაზე, გსურდეს კეთილდღეობა ბინასთან ერთად მისი ნიმერიც - თქვენია. და ვინმე თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ ამ ნომერში რაღაც აზრია დაფარული... თუ ბინა შეიძინეთ ან რამე სხვა გზით შეგხვდათ _ თქვენ, ბინასთან ერთად მისი ნომერიც გერგოთ. მორჩა. ეს მოცემულობაა. ვერაფერს ვერ იზამ. მაგრამ, ჩვენ ხომ გვახსოვს ფრაზა: ხარ გაფრთხილებული - ესე იგი შეიარაღებული ხარ. და თუ მიყვებით თქვენი ბინის დანიშნულებას, მას... ადრე თუ გვიან ყველა ჩვენთაგანი ცხოვრებაში ვინმეს ვკარგავთ _ ჩვენგან მიდიან ბებიები და ბაბუები, ახლობელი ადამიანები. ყველა ამ ტკივილის და ცერემონიალების შემდეგ პირისპირ ვრჩებით მრავალ კითხვასთან: რა ვუყოთ ყველაფერ იმას, რაც ამ ადამიანს ეკუთვნოდა, შეიძლება თუ არა ამ ნივთების სახლში შე... 455 9-ს მოსწონს
|