საბუნებისმეტყველო 536 წელი:18 თვე სიბნელეში, ყველაზე საშინელი წელი კაცობრიობის ისტორიაში 2019, 20 აპრილი, 13:56 ![]() ოდესმე გიფიქრიათ, რომ შეიძლება რამე უარესი მოხდეს? დღეს, რა თქმა უნდა, ბევრი ცუდი ამბავი ხდება, მაგრამ გვჯერა, რომ შეიძლება უარესი მოხდეს. 1918 წელს გრიპის პანდემიამ 50 მილიონზე მეტი ადამიანი მოკლა. 1349 წელს, შავი ჭირის ეპიდემიას ევროპის მოსახლეობის ნახევარი ემსხვერპლა. ![]() 536 წელი, როდესაც იდუმალმა ნისლმა ევროპა, შუა აღმოსავლეთი და აზიის ნაწილი დაფარა, რის შედეგადაც 18 თვე იყო სიბნელე. ტემპერატურა დაახლოებით 2, 5 გრადუსით დაეცა, ხოლო, ზაფხულის შუა რიცხვებში ჩინეთში თოვლი მოვიდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მომდევნო წლები არც თუ სასიამოვნო იყო. მომდევნო ათწლეული ყველაზე ცივი იყო ბოლო 2300 წლის განმავლობაში. ირლანდიის ქრონიკებში წერია, რომ ქვეყანამ შიმშილობა გადაიტანა, რაც 536-დან 539 წლამდე გაგრძელდა. 541 წელს, აღმოსავლეთ რომის იმპერიაში იუსტინიანური ჭირი გავრცელდა, რომლის შედეგადაც საბოლოოდ დაიღუპა დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი და აღინიშნა ეპოქის დასასრული. ![]() ![]() 691 3-ს მოსწონს
|