x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ მოვამზადოთ ჩვენი ხელით კალათა სააღდგომო კვერცხებისთვის

image

დეკორატიული კალათის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:


კვერცხის უჯრები(ლატოკი)

აკრილის საღებავი ყვითელი ფერის
ფუნჯი
მაკრატელი
წებო
კალამი
საკანცელარიო დანა
სხვადასხვა ფერის თექა


image



1)თავიდან "ლატოკი" საკანცელარიო დანით დაჭერით ისე, რომ შეფუთვის ნაწილები ერთმანეთს დააშოროთ(მაგალითად მიიღოთ ოთხი კონუსი), შემდეგ მაკრატლით მოაჭერით კონუსები, შემდეგ ერთი ნაწილი მეორეს მიაწებეთ ცხელი წებოთი.

image



2)შეღებეთ "ლატოკი" აკრილის საღებავით, მაგალითად ყვითლად, ან სხვა ფერი შეარჩიეთ თქვენი გემოვნებით, შემდეგ აიღეთ ფეტრა(თექა) 1 მლ. სისქის, მწვანე ფერი და გამოჭერით "ბალახი"(ღია და მუქი მწვანე), სიმაღლე სასურველია 6-7 სანტიმეტრი იყოს, სქემა ფოტოზეა მოცემული.

image



3) მორთეთ "ბალახით" როგორც უჯრედები, ასევე გარშემოც.ამისთვის იხმარეთ წებო.

image

4)შემდეგ დაახვიეთ 15 სანტიმეტრის სიგრძის ორი ფერის თექა რულონის სახით კიდეები დააწებე წებოს პისტოლეტით, დეკორისთვის გამოიყენე ყვავილის თარგი.

image


5)აი ასეთ კალათას მიიღებთ საბოლოოდ.

image

დეკორატიული კალათა №2-თქვენ დაგჭირდებათ.


კვერცხის უჯრები
ძველი გაზეთები ან ქაღალდები
წებო ემულსია
წებოვანი ლენტი
ლითონის ჩხირები
მაკრატელი
სქელი მუყაო
ლაქი


1)მუყაოსგან შეკარი ყუთი, ამისთვის გამოიყენე წებო ან ორმხრივი წებოვანი ლენტი.ზომა ისე დაამთხვიე, რომ კვერხის უჯრედები ზუსტად ჩაჯდეს, შეგიძილია მთლიანი "ლატოკი" გამოიყენო ან მოჭრა სასურველ ზომაზე.

image


2)აიღე გაზეთის ფურცელი და გადაახვიე საქსოვ ჩხირზე, ცალი მხარეს გაზეთი მჭიდროდ გადაახვიე და მიიაწებე, შემდეგ ჩხირი, რომ გამოაძვრეს.(გაზეთის მილებს თავიდანვე თუ გააკეთებთ და მოიშორებთ უმჯობესია)

შემდეგ გაზეთის მილები ყუთს ქვეშიდან მიწებეთ თანაბარი დაშორებით, ეს როგორც ფოტოზეა, გამოიყენე ორმხრივი წებოვანი ლენტი.

image

3)გაზეთის მილები ჯერ ლაქით დაფარეთ და შემდეგ ყუთს განივად მოყევით და დაწნეთ(შიდა გარე მონაცვლეობით) ეს როგორც ფოტოზეა.

image


4) დასრულებული კალათის კორპუსს წაუსვით წემო-ემულსია, რომ გამაგრდეს, სახელურებიც გაზეთის მილებისგან გააკეთეთ, შვიდ-შვიდი ორივე მხრიდან და წაუსვით ლაქი.

image


5)სახელურებსაც ანალოგიურად განივად მოყევით გაზეთის მილებით და დაწნეთ, შემდეგ წაუსვით წებო ემულსია.რომ არ "გაგექცეთ", გამოიყენეთ სარჭები.

image


6)საბოლოოდ კიდევ ერთხელ მთლიანად წაუსვით ლაქი და კალათაც მზად იქნება.(შეგიძლიათ "ლატოკსაც" წაუსვათ)

image


imageასევე დაგაინტერესებთ

LED ნათურა ჩვეულებრივი ვარვარა ნათურისან განსხვავებით არც თუ იაფი სიამოვნებაა, ამიტომ თუ ერთ დღესაც ნახეთ, რომ ნათურა აღარ მუშაობს ნუ იჩქარებთ გადაგდებას, ქვემოთ ვიდეოგაკვეთილში თქვენ შეიტყობთ, როგორ აღვადგინოთ LED ნათურა. საჭიროა სარჩილავი ლამპა და წვრილი კაბელი(სახლში ალბათ მოგეძებნებათ ან შეგიძლიათ ამისთვის გამოუსადეგარი დამტენის, ყურსაცვა...

რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება თუ ფიფქს ბავშვთან ერთად დაამზადებთ თქვენ დაგჭირდებათ:კვადრატული ფორმის ქაღალდი (ფერი თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ), მაკრატელი, წებო, სკოტჩი, ძაფი ან ძუა. აიღეთ 6 კვადრატული ფორმის ქაღალდის ფურცელი, გადაკეცეთ შუაზე, შემდეგ კიდევ ერთხელ შუაზე გადაკეცეთ, სამკუთხედის გადა...

პატარად ითვლება ბინა, რომლის ფართი 30-იდან 60 კვადრატულ მეტრამდეა, ჭერის სიმაღლე 2, 5 მეტრის ფარგლებშია, მცირე ზომის სანიტარული კვანძებით, მსგავსი ტიპური ბინები ხრუშჩოვის პერიოდიდან მოყოლებული საკმაოდ ბევრია, აგრეთვე გვხვდება დღეისთვის საკმაოდ პოპულარული სტუდიოს ტიპის ბინები 25 კვ. მეტრის ფართით. რა ფერი შევარჩიოთ კედლებისთვის? რაც უფრო ღია და...

თუ თქვენ დრო ცოტა გაქვთ და აუცილებელია ტანსაცმელი დაუთოვების გარეშე ჩაიცვათ არსებობს მარტივი და გენიალური ხერხი, რომელიც კაპიკიც არ დაგიჯდებათ.მრავალმა ადამიანმა გამოცადა ეს მეთოდი და შედეგებით კმაყოფილები არიან, იუწყება Daily mail-ი. უბრალოდ სარეცხის მანქანაში შეაგდეთ სარეცხთან ერთად ორი-სამი ყინულის კუბიკი, ამუშავეთ მანქა...

0
164
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0