სიახლეები "ლუქს" კლასის საცხოვრებელი კომპლექსი ინდოეთში 2012, 20 ივლისი, 20:18 Bandra Ohm-სწორედ ასეთ სახელს ატარებს 30 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის პროექტიც შემუშავებულ იქნა კომპანია "James Law Cybertecture"-ში. ეს წარმოუდგენელი შენობა, რომელიც თავისი დონით და განუმეორებლობით უფრო არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შეესაბამება ინდოეთში აშენდება. ამ კომპლექსის განუმეორებლობაზე ყველა საუბრობს. ის უნიკალურია, როგორც გარეგნული ხედით ისე ლუქსის კლასის აპარტამენტებით. ყოველი აპარტამენტს გააჩნია საკუთარი აუზი პირდაპირ აივანზე. 258 2-ს მოსწონს
|