სხვა ნაცისტური გერმანიის საბრძოლო ტექნიკა 2019, 19 აპრილი, 22:12
1.ტანკსაწინააღმდეგო ძაღლები.
ტანკსაწინააღმდეგო ძაღლები იყვნენ ზურგზე ნაღმ მიმაგრებული მშიერი ძაღლები, სათანადოდ გაწვრთნილები რათა საჭმელი მტრის ტანკების ქვეშ ეძებნათ, რაც აფეთქებას იწვევდა.
იდეის რეალიზაცია ნაკლებად წარმატებული იყო. ძაღლებს ზოგჯერ მტრის ტანკების ძრავის ხმა აფრთხობდათ და უკან გამორბოდნენ. ზოგჯერ კი შეცდომით საბჭოთა ტანკებს უვარდებოდნენ ქვეშ. მიუხედავად ამ და სხვა პრობლემებისა ტანკსაწინააღმდეგო ძაღლებმა სამასამდე გერმანული ტანკი ააფეთქეს. ![]() II მსოფლიო ომის პერიოდში აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა აწარმოებდა პროექტს, რომლის თანახმად იაპონიის ტერიტორიის დაბომბვებში ღამურებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა. იდეა სტომატოლოგ ლიტლ ს. ადამსს ეკუთვნოდა. მიერ შემუშავებული იდეის მიხედვით, ცელოფანის პაკეტებს, რომლებშიც შესქელებული ნავთი იყო მოთავსებული, ღამურების სხეულზე მიამაგრებდნენ. ასეთი ნაპალმით (იწონიდა 17 გრამს) აღჭურვილი ღამურებით სავსე სპეციალურ კონტეინერებს ბომბდამშენი თვითმფრინავები იაპონიის ტერიტორიაზე გადმოყრიდნენ. პარაშუტებით დაშვებული კონტეინერებიდან ათიათასობით ღამურა ვრცელ ტერიტორიაზე არსებულ შენობებში მიმოიფანტებოდა, ხოლო ამფეთქი, რომლის მექანიზმიც დროის გარკვეული მონაკვეთის გასვლის შემდეგ ამოქმედდებოდა, ნავთის აალებას გამოიწვევდა, რაც, თავის მხრივ, „კამიკაძე“ ღამურებთან ერთად შენობებესაც ცეცხლს გაუჩენდა. 1943 წელს აშშ-ს ტერიტორიაზე, სპეციალურ პოლიგონზე, საცდელი ექსპერიმენტიც ჩაატარეს, რამაც აღნიშნული უჩვეულო იარაღის (ინგლ. „bat bomb“ - „ღამურას ბომბი“) ეფექტურობა დაადასტურა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი აშშ-ს შეიარაღებაში არ იქნა მიღებული და ამერიკელებიც იაპონიის კუნძულების დაბომბვას ჩვეულებრივი ცეცხლგამჩენი ბომბებით განაგრძობდნენ. ![]() "დორას" ლულა, რომელიც მხოლოდ ვერტიკალურად მოძრაობდა, შეიძლებოდა დაეყენბინათ 65 გრადუსამდე ნებისმიერ კუთხეზე. მისგან გატყორცნილ ჭურვს 25 კმ-ით დაშორებული სამიზნე უნდა გაენადგურებინა, ხოლო მაქსიმალური მანძილი, რომელსაც ჭურვი გადიოდა 40 კმ იყო. ლულის სიგრძე 32 მეტრი იყო, მასში 807 მმ კალიბრის, 7 ტონიანი ტყვია იდებოდა, მიზანი კი იყო 1 მეტრიან ბრონში, 7 მეტრიან ბეტონის კედლში და მაგარი გრუნტის ქვეშ 30 მეტრზე სიღრმეში გასვლა. "დორა" გერმანელებს მაჟინოს ასაღებად უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ სანამ ეს უზარმაზარი იარაღი ააწყევს, ქალაქი მანამ დაიკავეს. ამის შემდეგ "მსუქანი გუსტავი" რკინიგზის მეშვეობით ყირიმისკენ გაუშვეს. იგი 2 ლოკომოტივისა და 106 ვაგონს გადაჰქონდა. 43 ვაგონი კი სავსე იყო ადამიანებით, რომლებიც "დორას" აწყობას სჭირდებოდა. თუმცა ჰიტლერი ყველაფერი წყალში ჩაეყარა. დორას ლულიდან გავარდნილი 53 ჭურვიდან მხოლოდ ერთმა მიაღწია მიზანს და სევასტოპოლში იარაღის საწყობი ააფეთქა. შემქმნელებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ ამხელა გიგანტის მართვა და სასროლად სწორი კუთხის არჩევა ძალიან ძნელი იქნებოდა. ამიტომ ფიურერმა ბრძანება გასცა "დორა" დაეშალათ და გერმანიაში ისე შეეტანათ. საბოლოოდ ცნობილია, რომ დორა მიიტანეს ტილამდე, სადაც იპოვეს ამერიკელმა ჯარისკაცებმა და გამოკვლევების შემდეგ გადასადნობად გადააგზავნეს. ![]() ჰიტლერმა განკარგულება გასცა 50 ცალი ფაუ-3-ის შესაქმნელად, მაგრამ მოკავშირეებმა შეძლეს პროტოტიპის პოვნა და განადგურება მანამ, სანამ წარმოებაში ჩაუშვებდნენ. ![]() გერმანელებმა სულ 7, 5 ათასი "გოლიათი" გამოუშვეს და, აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს პროექტი საკმაოდ წარმატებული იყო. ![]() "მოჩვენებები" რამდენიმე დღის მანძილზე ქმნიდნენ ველზე ბრძოლის სურათს, შემდეგ კი მოულოდნელად იღებდნენ ყველა ინვენტარს და სხვა ადგილზე გადადიოდნენ. ერთ წელიწადში მათ 17-ზე მეტი ამგვარი ოპერაცია ჩაატარეს: შექმნეს 17 გასაბერი ტანკი, სატვირთო მანქანები, საარტილერიო იარაღები, რომლეთა ნამდვილისგან გარჩევა გარკვეული მანძილიდან თთქმის შეუძლებელი იყო. ამ ყველაფერს ქმნიდნენ მილებისგან გაკეთებულ კარკასზე და ჰაერის უბრალო კომპრესიის საშუალებით ქმინდნენ ხმას. რეალურთან მეტად მისაახლოებლად კარკასს ბრეზენტით ფარავდნენ." ![]() 205 2-ს მოსწონს
|