x
რუნები

ფეჰუ ან ფეუ ᚠ — გერმანული უფროსი ფუთარქის პირველი რუნა და პირველი ატის, რომელიც ეძღვნება ნაყოფიერების ღმერთ ფრეირსა და სიყვარულს ქალღმერთ ფრეიას, პირველი რუნა. რუნის სახელწოდება აღნიშნავს საქონელს, როგორც კეთილდღეობის, სიმდიდრის და აყვავების სიმბოლოს.

ურუზი ᚢ— გერმანული უფროსი ფუთარქის მეორე რუნა. რუნის სახელწოდება წარმოდგება სიტყვიდან „პირველყოფილი ხარი“.

თურისაზი Þ — გერმანული უფროსი ფუთარქის მესამე რუნის ხელოვნურად აღდგენილი სახელწოდება.
ისლანდიურ ანბანში იგი დღემდე შემორჩა ასობგერა þ-ის სახით „თორნ“ და შეესაბამება ინგლისურ th-ს. აღნიშნავს თურსს — გიგანტს.

ანსუზი ᚨ ძველგერმ. — асс, ძველსკანდ. — ansuz, ანგლოსაქს. — оs, — გერმანული უფროსი ფუთარქის მეოთხე რუნა. სიტყვასიტყვით ნიშნავს „ღმერთს“.


რაიდო ᚱ — ძველი გერმანული ანბანის მეხუთე რუნა. რუნის სახელწოდება ნიშნავს „გზას“.

ქენაზი ᚲ ძვ.გერმ. Kauna„ჩირაღდანი“, ანგლოსაქს. Cen, ძვ.სკანდ. Kaun„წყლული“ — ძველგერმანული, ანგლოსაქსონური და სკანდინავიური რუნული ანბანების მეექვსე ნიშანი. სავარაუდოდ უკავშირდება ჩრდილოეტრუსკულ ნიშანს ან ლათინურ C-ს

გებო ᚷ — ძველი გერმანული ანბანის მეშვიდე რუნა. რუნის სახელწოდება ნიშნავს „ძღვენს“.

ვუნიო ᚹ — ძველი გერმანული ანბანის მერვე რუნა. რუნის სახელწოდება ნიშნავს „სიხარულს“. ლათინურ ანბანში ასო W-ს შემოღებამდე ანგლოსაქსები მის ნაცვლად იყენებდნენ რუნას Wynn (Ƿƿ).

ჰაგალაზი ᚺ — ძველი გერმანული ანბანის მეცხრე რუნა. რუნის სახელწოდება ნიშნავს „სეტყვას“, „აღსასრულს“, „განადგურებას“.

ნაუდიზი ᚾ — უფროსი ფუთარქის მეათე რუნა და ჰაგალაზის ეტირის მეორე რუნა. სიტყვასიტყვით ნიშნავს „საჭიროებას“. მან სათავე მისცა ინგლისურ სიტყვა Need-ს.

ისა ᛁ — ძველი გერმანული ანბანის მეთერთეტე რუნა. რუნის სახელწოდება ნიშნავს ყინულს .

იერა ᛃ — ძველი გერმანული ანბანის მეთორმეტე რუნა. რუნის სახელწოდება მოდის სიტყვებიდან „წელიწადი“ და „წელი“ და აღნიშნავს წელიწადს, მოსავალს.

ივა, უფრო ზუსტად კი īwaʀ ᛇ— ძველი გერმანული ანბანის მეცამეტე რუნა. რუნის სახელწოდება აღნიშნავს დაცვას ურთხელს .
ურთხელი — ეს არის ხე უხეში მერქნით.
თავისი ფესვების დახმარებით მიწაში მტკიცე და სწრაფად ზრდადია.
საცხოვრებელში ცეცხლისა და ბედნიერების მფარველი.

პერთი ᛈ - ძველი გერმანული ანბანის მეთოთხმეტე რუნა, აღნიშნავს ხმოვანებას „პ“, არ გვხვდება უმცროს ფუთარქში. ანგლოსაქსონურ რუნულ პოემაში იწოდება peorð-ად.პერთი არის დიდებულთთვის დასვენებისა და გართობის წყარო, სადაც მებრძოლები სუფრასთან მხიარულად სხედან ერთად.

ალგიზი — ძველი გერმანული ანბანის მეთხუთმეტე რუნა. რუნის სახელწოდება მოდის სიტყვიდან „Elch“ — „ცხენირემი“.
ცხენირმის ისლი (მცენარეთა გვარი ისლისებრთა ოჯახისა) ჩვეულებრივ ჭაობში იზრდება,
იზრდება წყალში. ძლიერ ავნებს,
სისხლს გამოადენს ყველას,
ვინც მას შეეხება.

სოვილო ან სოულუ, ზოგჯერ გამოიყენება ვარიანტები სოულა, სულა ᛊ — „მზე“ — ძველი გერმანული ანბანის მეთექვსმეტე რუნა.

ტივაზი ᛏ — ძველი გერმანული ანბანის მეჩვიდმეტე რუნა. ნიშნავს ღმერთ ტურს.

ბერკანა, ბერკანო ᛒ — ძველი გერმანული ანბანის მეთვრამეტე რუნა. რუნის სახელწოდება აღნიშნავს „არყის ხეს“, „არყის ხის ტოტს“. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ხმოვანი სიტყვაში არის ცხვირისმიერი, სწორად შეგვიძლია მივიჩნიოთ აგრეთვე ბერკანანი.

ევაზი ᛖ — ძველი გერმანული ანბანის მეცხრამეტე რუნა. რუნის სახელწოდება ნიშნავს „ცხენს“.

მანაზი ᛗ — ძველი გერმანული ანბანის მეოცე რუნა. რუნის სახელწოდება აღნიშნავს „მამაკაცს“, „ადამიანს“. ძველინგლისურ ენაში გადავიდა მნიშვნელობით „ადამიანი“, „პერსონა“.

ლაგუზი ᛚ — ძველი გერმანული ანბანის ოცდამეერთე რუნა. რუნის სახელწოდება ნიშნავს „წყალს“, „ტბას“.

ინგვაზი, ინგუზი ᛜ — ძველი გერმანული ანბანის ოცდამეორე რუნა. რუნის სახელწოდება მომდინარეობს ნაყოფიერების ძველი გერმანული ღმერთის — ინგვის სახელიდან.

დაგაზი ᛞ — ძველი გერმანული ანბანის ოცდამესამე რუნა. რუნის სახელწოდება აღნიშნავს „დღეს“.

ოთალაოდალი, ოთალი, ოთილა ძვ. გერმ. Oþila„გვარი“, ანგლო-საქს. Oeþel — ძველი გერმანული ანბანის ოცდამეოთხე რუნა. რუნის სახელწოდება ნიშნავს „გვარს“, „მემკვიდრეობას“.


image
0
127
1-ს მოსწონს
ავტორი:დუნი
დუნი
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0