საქართველო ,, მათი ცხედრები დაწვეს და ცოცხლები გაატყავეს " ედუარდ შევარდნაძე 2019, 19 აპრილი, 21:31 (სტატია დაწერილია ედუარდ შევარდნაძის მემუარების მიხედვით) 1992 წლის 9 მარტს, ქ. ზუგდიდში აჯანყებამ იფეთქა. ერივნული გვარდიის ადგილობრივი ბატალიონი გადავიდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მხარეზე. რომელიც ექსპრეზიდენტის მომხრეებმა ჩამოაყალიბეს, აჯანყებულები თავს დაესხნენ სამთავრობო მცირერიცხოვანი ჯარისა და მილიციის პოსტებს.![]() მოკლეს 6 ჯარისკაცი, მათი ცხედრები დაწვეს და ცოცხლები გაატყავეს .ზუგდიდისკენ სასწრაფოდ გაეშურნენ ეროვნული გვარდიის სარდალი კიტოვანი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე . ადგილზე ჩასვლისას ისინიც დააპატიმრეს. ჩემი წინადადებით ზუგდიდში ჩავიდა სახელმწიფო დელეგაცია, ძველი გამოცდილება მკარნახობდა რომ უპრიანი იქნებოდა მშვიდობიანი მოლაპარაკება, არცთუ უსაფუძვლო იყო ჩემი მოსაზრება .![]() მოლაპარაკება ზუგდიდში ტყვეების განთავისუფლებით დამთავრდა. ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც თითქოს გამორიცხავდა მომავალში მსგავსი ინციდენტის წარმოშობას. თუმცა სულ ერთი კვირის შემდეგ შეთანხმება დაირღვა . ცხადია არა სახელმწიფო საბჭოს მხრიდან. ![]() ![]() ყველაფერზე, რაც ახლა, 7 მარტის შემდეგ ხდებოდა საქართველოში, პასუხი მე მომეთხოვებოდა . გამსახურდიას სახლის ცეცხლის წამკიდებელმა ფაქტობრივად მე გამწირა.
1333 შეფასება არ არის
|