სიახლეები უახლოეს მომავალში მსოფლიო ახალ "ტიტანიკს" იხილავს. 2012, 20 ივლისი, 20:08 ქანბერა 2012 წლის 1 მაისი. ავსტრალიელმა ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა კლაივ პალმერმა მსოფლიოს გააცნო ლეგენდარული ლაინერის "ტიტანიკის" ზუსტი ასლის შექმნის პროექტი. როგორც ვიცით "ტიტანიკი" 1912 წლის 15 აპრილს ღამით ჩაიძირა აისბერგთან შეჯახების შედეგად. პროექტის აღწერისას პალმერმა აღნიშნა, რომ "ტიტანიკ 2", ისევე როგორც ძველი ტიტანიკი დაყოფილი იქნება 3 კლასად და მგზავრს თავიდანვე შეეძლება აირჩიოს თუ რომელი კლასით იმგზავროს. ახალი ტიტანიკი ძველისგან განსხვავდება მხოლოდ სიფართით, ის 1 მეტრით უფრო ფართე იქნება, რაც თავის მხრივ ლაინერს მდგრადობას შემატებს. გარდა ამისა ლაინერი აღჭურვილ იქნება დამატებითი გემბანით ნავებისათვის. გემის სიგრძე 270 მეტრი იქნება, მასზე 9 გემბანი და 840 კაიუტა განთავსდება. პალმერის პროექტის რეალიზებას ჩინური კომპანია Blue Star Line ახორციელებს. ლაინერი 2016 წლის ბოლოსთვის იქნება მზად, შანჰაიდან ლონდონში ჩავა, საიდანაც განახორციელებს რეისს ნიუ-იორკისაკენ, ისევე როგორც მისი წინამორბედი. პალმერი გვპირდება, რომ ახალი ტიტანიკის ინტერიერი წინამორბედის იდენტური დარჩება, ხომალდზე თანამედროვე მხოლოდ ძრავი, კორპუსის სტრუქტურა, ნავიგაციის და უსაფრთხოების სისტემები იქნება. პროექტის ღირებულება არ ხმაურდება, თუმცა პალმერმა აღნიშნა, რომ ის პროექტს მხოლოდ საკუთარი ძალებით დაასრულებს და არანაირ დახმარებას არ ელოდება. პალმერის ქონება 3, 7 მილიარდ ევროდ ფასდება. 163 4-ს მოსწონს
|