რელიგია " VIA SACRA " კუნძულ მადეირაზე - ტრადიცია, რომელიც უკვე 25 წელია აღინიშნება 2019, 19 აპრილი, 19:57 19 აპრილს, კამარა დე ლობოსში, კუნძულ მადეირაზე, მოეწყო ქრისტეს ჯვარცმის ჩვენება, რომელშიც სანტა სესილიას სამრევლო ახალგაზრდული ჯგუფის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ყოველი წლის მძიმე პარასკევს ( არამართმადიდებლური კალენდრით) კუნძულ მადეირაზე, იესო ქრისტეს ჯვარცმის ცენა ეწყობა და ამ სანახაობას უამრავი ადამიანი ესწრება. წარმოდგენა ნამდვილად ამაღელვებელი და შთამბეჭდავია. მსახიობები განასახიერებენ იესო ქრისტეს მიერ განვლილი გზის სხვადასხვა მონაკვეთს, რომლის კულმინაციაა იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრა. ნახეთ დღევანდელი ფოტოები: პროცესის დაწყებამდე
საიდუმლო სერობის სცენა
გოლგოთის გზის გავლა
ჯვარცმა აღნიშნული ტრადიცია უკვე 25 წელია არსებობს და ის ყოველთვის პიკო დე ტოღოს მთაზე იმართება. იხილეთ ვიდეო სტატიის ავტორი: ანი სპარსიაშვილი 588 3-ს მოსწონს
|