x
image
ვიზა კოხაძე
მსოფლიო შეძრა ბანგლადეშში მომხდარმა 19 წლის გოგონას ცოცხლად დაწვამ სკოლის შენობის სახურავზე

image19 წლის ნუსრატ ჯაჰან რაფი ბანგლადეშის ქალაქ ფენიდან იყო, რომელიც დაკის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.ის რელიგიურ სკოლაში სწავლობდა.მიმდინარე წლის 27 მარტს გოგონამ განაცხადა, რომ მასზე სკოლაში ამავე სკოლის დირექტორმა იძალადა. ანუ როგორც განცხადებაში წერია, გოგონა სკოლის დირექტორმა კაბინეტში დაიბარა, სადაც მის მიმართ დირექტორმა სექსუალური ხასიათის ძალადობა სცადა, თუმცა გოგონამ კაბინეტიდან გამოქცევა მოახერხა.ნუსრატის ოჯახი ხვდებოდა, რომ 19 წლის გოგონას შესაძლო საფრთხე ელოდა, მიუხედავად ამისა გოგონა 11 დღის შემდეგ 6 აპრილს სკოლაში ბოლო გამოცდის ჩასაბარებლად გაეშურა, მისმა ძმამ მაჰმუდულ ჰასანმა ბანგლადეშის BBc - ის განყოფილებას მოუთხრო, რომ მასაც სურდა დას სკოლაში შეჰყოლოდა, მაგრამ არ შეუშვეს.აი რა განაცხადა მაჰმუდულ ჰასან ნომანმა ინტერვიუში: - " რომ შეეშვათ ჩემი თავი, შესაძლოა არც არაფერი მომხდარიყო".

სკოლაში გოგონებმა ნუსრატს სთხოვეს სკოლის სახურავზე ასულიყო და უთხრეს: - "იქ შენს დაქალს სცემენ".

სახურავზე გოგონას ფარანჯებში გამოწყობილი ხუთი ადამიანი დახვდა, მათ გოგონას მოთხოვეს დირექტორის სახელზე დაწერილი საჩივარი უკან გამოეთხოვა, რაზეც გოგონამ კატეგორიული უარი განაცხადა.ამის შემდეგ გოგონას ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.imageგამოძიების მტკიცებით მკვლელებს სურდათ სიტუაცია ისე დაეხატათ, ვითომ ეს თვითმკვლელობა იყო, თუმცა გოგონამ, რომელსაც სხეულის 80% დამწვარი ჰქონდა, გარდაცვალებამდე შეძლო ჩვენების მიცემა.ექიმების ბრძოლა ოთხი დღის განმავლობაში უშედეგო გამოდგა, 10 აპრილს ნუსრატი გარდაიცვალა.

მის დაკრძალვაზე ქალაქ ფენში ათასობით ადამიანი მოვიდა, ამ საშინელმა ამბავმა მთელი ბანგლადეში შეძრა და მთელ ქვეყანას პროტესტის ტალღამ გადაუარა.ბანგლადეში იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ქალთა უფლებები ძალზე შეზღუდულია, მარტო გასულ წელს ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ ქვეყანაში მოხდა 940 გაუპატიურება, თუმცა ეს მონაცემები სინამდვილეში ბევრად მეტია, რადგან აქაური ქალები ხშირად არ საუბრობენ ამის შესახებ, რადგან ერიდებან გაკიცხვას როგორც ოჯახისგან, ასევე საზოგადოებისგან.imageსაბოლოოდ სკოლის დირექტორი დააკავეს, რაზეც ქუჩაში ათასობით ბრბო შეიკრიბა, რომლებმაც ყველაფერში გოგონა დაადანაშაულეს და დირექტორის გათავისუფლება მოითხოვეს.პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა, მათგან 7 მკვლელობაში უშუალო მონაწილეობის ბრალდებით. დაკავებულთა შორის არის ორი სტუდენტი, რომლებმაც სკოლის დირექტორის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები გამართეს. მთავარი დამნაშავე კი რჩება პატიმრობაში.

0
84
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0