ტბის წყალი იმდენად მარილიანია, რომ მასში ყველაზე წარმოუდგენელი არსებები გვხვდება. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელიც თავიდან ეგონათ, როგორც უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელი, რადგან, დნმ-ში შედიოდა დარიშხანი ( ჩვენს პლანეტაზე ყველას აქვს ფოსფორი), ამ ბაქტერიას შეუძლია ჟანგბადის გარეშე ცხოვრება და შედის გოგირდსა და დარიშხანთან რეპროდუცირებაში.
ტბაში ჩვეულებრივი არსებებიც ცხოვრობენ, აქ არიან კრევეტები, იხვები, ნაპირზე კურდღლები და ირმებიც დარბიან. მეცნიერები და ნასა დღმდე დავობენ, შესაძლებელია თუ არა, რომ დედამიწაზე ასეთი ბაქტერია ევოლუციის პროცესში წარმოქმნილიყო, ან უცხოელთა ბინძურ ფეხსაცმელებს მოყოლოდა.
კალიფორნიის იოსემიტის პარკის მახლობლად მდებარე პატარა მარილიანი ტბა ცნობილია თავისი ტუფის მსგავსი სვეტებით. ისინ გავს გიგანტურ მებრძოლებს, რომლებიც ტბის სიღრმედან იზრდება. მათი წარმოშობის
ისტორია არის ბანალური.
აქ იყო ტბა, მდინარე და მიწისქვეშა წყალი. როდესაც ლოს-ანჯელესის წყალმომარაგების სისტემა აშენდა, წყლის დონემ ტბაში 15 მეტრით დაიკლო და ქვედა ზედაპირს მიაღწია. ასეთი უცნაური ფორმირებები ჩამოყალიბდა წყალქვეშა დინებისაგან, მტკნარი წყლების კალციუმისა და ტბის წყალის შერევით, რომელიც შეიცავს მარილების უზარმაზარ რაოდენობას.
ეს ადგილ არის პოპულარული ტურისტების მოსაზიდად, როგორეც იოსემიტის პარკი და გრანდიოზული კანიონი.