x
image
მარიამ პირველი
საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოქცეულ დებს,თავშესაფარი არ უნდათ

საუდის არაბეთის მოქალაქე დები ვაფა ალ-სუბაიე და მაჰა ალ-სუბაიე, ყვებიან იმ გაუსაძლის პირობებზე, რამაც აიძულათ საკუთარი ქვეყნიდან გამოქცევა და საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება.“საუდის არაბეთიდან თურქეთში - სტამბულში გადავფრინდით, შემდეგ იქიდან ტრაპიზონში გადავფრინდით, საიდანაც ტაქსით ჩამოვედით საქართველოში.ეს ყველაფერი ერთ დღეში მოვახერხეთ.საქართველოში არავის ვიცნობდით, უბრალოდ ავდექით და წამოვედით. ჩვენს ქვეყანას თურქეთთში უვიზო მიმოსვლა აქვს, სადაც ვერ გავჩერდებოდით რადგან უსაფრთხოდ ვერ ვიქნებოდით.ფაქტობრივად სხვა არჩევანი არ გვქონდა, გარდა საქართველოსი, პირველ დღეს ბათუმში ჩავედით, მეორე დღეს თბილისში. შემდეგ საფრანგეთის საელჩოში წავედით და დახმარება ვთხოვეთ.გვითხრეს მოიცადეთო და მოგვცეს გაეროს მეილი.მათ რომ მივწერეთ მოგვწერეს რომ ჩვენს დახმარებას მხოლოდ საქართველოში დარჩენის შემდეგ, თუ შეძლებდნენ და ვერ გადაგვიყვანდნენ სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად.მაგრამ არ გვინდა თავშესაფარი საქართველოში, რადგან არც ეს ქვეყანა არ არის უსაფრთხო ჩვენთვის.აქ შეიძლება ჩვენმა ოჯახმა, ან ხელისუფლებამ დაგვიჭიროს.არ ვიცით რა იქნება. რვა თვის წინ ჩვენი მოგვარე გოგო ჩამოვიდა საქართველოში, რომელმაც დასახმარებლად საფრანგეთის საელჩოს მიმართა და მიიღო ვიზა, მაგრამ ახლა, სად არის არავინ არ იცის.შეუძლებელია საუდის არაბეთში დარჩენა, რადგან იქ არ არის ქალების უფლებები დაცული.იქ არ არსებობს ადამიანის უფლებები.მივეჩვიეთ ძალადობას და დევნას, პატარებიც აღარ ვართ, უკვე ზრდასრული ქალები ვართ.ყოველდღიურად განვიცდიდით ძალადობას, სიცოცხლის ხალისიც წაგვერთვა.ბუნებრივია, რატომ გამოვიქეცით საუდის არაბეთიდან...ხელისუფლებაც ჩვენ ოჯახს ეხმარება.პირველად 2014 წელს ვცადეთ გაქცევა, თუმცა უშედეგოდ.ჩვენ გვინდოდა უსაფრთხო ქვეყანაში გადასვლა, ტრანზიტულად მივფრინავდით თბილისიდან ნიდერლანდში, შემდეგ კი ბელარუსიაში.ამსტერდამში ორ საათიანი გადაჯდომა გვქონდა, მაგრამ არ მოგვცეს საქართველოდან გაფრენის საშუალება.მათ შეამოწმეს ჩვენი პასპორტები, ყველაფერი წესრიგში გვქონდა, მაგრამ არ გაგვიშვეს.ბილეთის საფასურიც მხოლოდ ნახევარი დაგვიბრუნეს.ჩვენ ვითხოვთ თავშესაფარს, გადაგვიყვანონ უსაფრთხო ქვეყანაში, ჩვენ არ გვინდა საქართველოში დარჩენა.საფრანგეთის საელჩოში, როგორც გვითხრეს ჩვენ ვიღაც გვეძებდა, ვინ არიან ან საიდან გაიგეს, რომ საფრანგეთის საელჩოს მივაკითხავდით არ ვიცი.ჩვენ ძალიან გვეშინია, რომ იგივე არ დაგვემართოს რაც იმ გოგოს.ჩვენი ოჯახი თუ გვიპოვის ისინი მოგვკლავენ.ჩვენ ძალიან დიდ რაღაცას ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის სტანდარტების კვალობაზე.აქ ვსხედვართ სახის დაუფარავად, ვიმოგზაურეთ კაცებისა და მათი ნებართვის გარეშე და ახლა მედიის ყურადღების ცენტრშიც ვართ.ჩვენი ქვეყნის ახალ ამბებში ვტრიალებთ, რაც ჩვენი ოჯახისთვის და ქვეყნისთვის სირცხვილად ითვლება.ჩვენ ახლა მათთვის ძალიან დიდი სირცხვილი ვართ''image

1
32
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
32
  
2019, 19 აპრილი, 20:27
უმადურები, დეპორტი უკანვე მათივე ქვეყანაში...
0 1 1