სისხლის სამართალი მკვლელობა ბანგლადეშში-ამბავი,რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა 2019, 19 აპრილი, 13:23 ნუსრატ ჯაჰან რაფის გადაახეს ნავთი და ცეცხლი წაუკიდეს სკოლის სახურავზე.მანამდე ორი კვირით ადრე გოგონამ სკოლის დირექტორზე საჩივარი შეიტანა მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის გამო. 19 წლის ნუსრატი პატარა ქალაქ ფენიდან იყო, რომელიც დაკის სამხრეთით მდებარეობს, გოგონა რელიგიურ სკოლაში სწავლობდა. 27 მარტს მან განაცხადა, რომ სკოლის დირექტორმა კაბინეტში დაიბარა, სადაც მის მიმართ დირექტორმა სექსუალური ხასიათის ძალადობა სცადა, თუმცა გოგონამ კაბინეტიდან გამოქცევა მოახერხა. ბანგლადეშში ბევრი გოგონა და ქალი იძულებულია გაჩუმდეს მასზე მომხდარი ძალადობის გამო, რადგან უფრთხიან გაუგებრობას ნათესავების და საზოგადოების მხრიდან, თუმცა ნუსრატი სულ სხვაგვარად ფიქრობდა, ამასთანავე მას ერთმნიშვნელოვნად მხარი დაუჭირა ოჯახმაც და გოგონამ იმავე დღეს პოლიციას მიაკითხა.პოლიციაში გოგონას ვიდეო გადაუღეს, დასცინეს კიდეც და უთხრეს, რომ ყველაფერი დაევიწყებინა, როგორც ირკვევა სკოლის დირექტორი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი იყო, სადაც ის 2000 წელს პარტიიდან გააძევეს, ის ადრეც იყო შემჩნეული მსგავს ქმედებებში, თუმცა მას ყოველთვის გავლენიანი ხალხი მფარველობდა. საბოლოოდ სკოლის დირექტორი დააკავეს, ქუჩაში შეიკრიბა ბრბო, რომელმაც ყველაფერში დაადანაშაულა გოგონა და მისი გათავისუფლება მოითხოვა. ნუსრატის ოჯახი ხვდებოდა, რომ 19 წლის გოგონას შესაძლო საფრთხე ელოდა, მიუხედავად ამისა გოგონა 6 აპრილს სკოლაში ბოლო გამოცდის ჩასაბარებლად გაეშურა, მისმა ძმამ მაჰმუდულ ჰასანმა ბანგლადეშის ბი-ბი-სის განყოფილებას მოუთხრო, რომ მასაც სურდა დას სკოლაში შეყოლოდა, მაგრამ არ შეუშვეს. "რომ შეეშვათ ჩემი თავი, შესაძლოა არც არაფერი მომხდარიყო"-ამბობს მაჰმუდული. სკოლაში გოგონებმა ნუსრატს სთხოვეს სკოლის სახურავზე ასულიყვნენ-"იქ შენს დაქალს სცემენ"-ასე უთხრეს. სახურავზე გოგონას ფარანჯებში გამოწყობილი ხუთი ადამიანი დახვდა, მათ გოგონას მოთხოვეს დირექტორის სახელზე დაწერილი საჩივარი უკან გამოეთხოვა, რაზეც გოგონამ კატეგორიული უარი უთხრა.ამის შემდეგ გოგონას ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. გამოძიების მტკიცებით მკვლელებს სურდათ სიტუაცია ისე დაეხატათ, ვითომ ეს თვითმკვლელობა იყო, თუმცა გოგონამ, რომელსაც სხეულის 80% დამწვარი ჰქონდა, გარდაცვალებამდე შეძლო ჩვენების მიცემა. ექიმების ბრძოლა უშედეგო გამოდგა, 10 აპრილს ნუსრატი გარდაიცვალა. მის დაკრძალვაზე ქალაქ ფენში ათასობით ადამიანი მოვიდა, ამ საშინელმა ამბავმა მთელი ბანგლადეში შეძრა და მთელ ქვეყანას პროტესტის ტალღამ გადაუარა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა პირადად შეხვდა ნუსრატის ოჯახს და პირობა მისცა, რომ ყველას, ვისაც გოგონას სიკვდილში ბრალი მიუძღვის სათანადოდ დაისჯება. პოლიციამ მთლიანობაში 15 ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან როგორც სავარაუდო მკვლელები, ასევე ის ადამიანებიც, ვინც ხელი შეუწყო ამ საზარელი აქტის განხორციელებას. ბანგლადეში იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ქალთა უფლებები ძალზე შეზღუდულია, მარტო გასულ წელს ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ ქვეყანაში მოხდა 940 გაუპატიურება, თუმცა ეს მონაცემები სინამდვილეში ბევრად მეტია, რადგან აქაური ქალები ხშირად არ საუბრობენ ამის შესახებ, რადგან ერიდებან გაკიცხვას როგორც ოჯახისგან, ასევე საზოგადოებისგან. 85 4-ს მოსწონს
|