ტვ1-ის ეთერში მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით ''ევროპული საქართველოს'' წევრი
ოთარ კახიძე ამბობს, რომ “უნდა ჩატარდეს გამჭვირვალე პროცედურა და არა ფარული კენჭისყრა, დაუსაბუთებელი კლანის მიერ რომელიღაც კაბინეტში ჩამოწერილი სია, კი არ უნდა გამოიტანონ და ხელი კი არუნდა აუწიონ, არამედ საზოგადოებამ უნდა მიიღოს ინფორმაცია ვინ და რატომ და რა მიზეზით უჭერს მხარს მურუსიძეს, ჩინჩალაძეს თუ სხვა ფიგურას.კლანის მიერ მმართველობა უნდა დასრულდეს საბჭოში, ამას ამბობს, როგორც ''ვენეციის კომისია'' ამას ამბობს ''ეუთო თავის'' დასკვნაში.ეს რეკომენდაცია არის თავიდან ბოლომდე იგნორირებული .რაც არის მათივე სიტვყვის შეუსრულებლობა, ''ვენეციის კომისიის'' რეკომენდაცაიების გათვალისწინების პირობა დადო ქართულმა ოცნებამ, პარლამენტის თავჯდომარემ, იურიდიული კომიტეტის თავჯდომარემ და მათმა ლიდერებმა.ქართული ოცნება ახდენს საკუთარი თავის ფრუსტრაციას და ანადგურებს შემორჩენილ ავტორიტეტს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.