ორ უმსხვილეს კომპანიას როგორებიცაა "Facebook"-ი და "Twitter"-ი რუსეთის სახელმწიფო უყენებს მოთხოვნას, რომლის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ფარგლებში სოციალური ქსელებს დაბლოკავს.რის შესახებაც ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს. სადაც ნათქვამია, რომ კრემლი "Facebook"-ისგან და "Twitter"-ისგან
მოითხოვს, რომ რუსეთში მცხოვრები ადამიანების ინფორმაცია რუსულ სერვერებზე დატოვენ.რუსეთის მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი წინადადების დასაკმაყოფილებლად "Facebook"-ს და "Twitter"-ს 9 თვე აქვთ. მოცემულ ვადაში, მოთხოვნის არდაკმაყოფილების შემთხვევაში აღნიშნული ქსელები დაიბლოკება რუსეთის მოქალაქეებისთვის.უახლოეს დღეებში რუსეთი კიბერ უსაფრთხოების მიზნით ინტერნეტისგან გამოთიშვას გეგმავს.გლობალურ ინტერნეტთან დროებით გათიშვას, ციფრული ეკონომიკის ეროვნული პროგრამის კანონპროექტი გულისხმობს, რომელიც რუსეთის პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.გლობალურ ინტერნეტთან დროებით გათიშვის მიზანი გეგმის შემუშავებაა იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთს საერთაშორისო ქსელიდან ჩახსნის მსოფლიო.რუს სპეციალისტებს სურთ დარწმუნდნენ, რომ ამ ვითარებაში რუსული სეგმენტი მუშაობას შეუფერხებლად შეძლებს.