სხვა ''ისე არ წვიმს, როგორც ქუხს'' - მართლა დაიწვა თუ არა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი? 2019, 18 აპრილი, 14:24 ეს ფოტო გადაღებულია 16 აპრილის დილას. ხანძარი ეს-ესაა ჩააქრეს და ჩვენ ვხედავთ.. თითქმის უვნებელ შენობას.
აი ასე იწვოდა ის წინადღით, მაგრამ ისევ ისე დგას, როგორც იდგა 900 წლის მანძილზე. ეს კი " ჩრდილოეთის ვარდია"- ვიტრაჟის კედელი, რომელიც ხანძრის ეპიცენტრთან სულ ახლოს იყო. საბედნიეროდ, ისიც გადარჩა. და საერთოდ, როგორ მოხდა ამ სიძლიერის ხანძარი ესოდენ მნიშვნელოვან და ერთი შეხედვით კარგად დაცულ ადგილას? ხის ხარააჩოები რომ საიმედოა, ეს ამ ფოტოდანაც კარგად ჩანს-სარესტავრაციო სამუშაოებისთვის სწორედ ხის მასალა იყო გამოყენებული. საქმეში ჩაუხედავი ადამიანი იფიქრებს (სწორედ ასე მსჯელობდა ბევრი ჟურნალისტი), რომ ხე იაფი მასალაა და რესტავრატორებმა მასალაზე და კადრების შერჩევაზე ეკონომია გააკეთეს. სულაც არა- რესტავრაციას ნამდვილი პროფესიონალები აწარმოებდნენ, თუმცა საინტერესოა, რაზე ფიქრობდა ის, ვინც კონსტრუქცია ააგო. რატომ არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები? რატომ არ იყო დამხმარე ნაგებობის თითოეულ სართულზე ცეცხლმაქრი? ვინ იყო პასუხიმგებელი ესდოდენ მნიშვნელოვანი ობიექტის დაცვაზე? -ეს კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. თვითმხილველები ამბობენ, რომ ცეცხლი სულ პირველად სწრედ ხარაჩოებზე გაჩნდა, მაგრამ არანაირი ცეცხლმაქრები ან ხანძარსაწინააღდეგო საშუალებები იქ ვერ იპოვეს. საეჭვოა, რომ ეს ყველაფერი ეკონომიის გაკეთების მიზნით მოხდა, ეს უფრო უყურადღებობის და გულგრილობის ბრალია. რატომ აქრობდნენ ამდენ ხანს ხანძარს? პირველ რიგში, მეხანძრეებს ჰქონდათ მოქმედების გეგმა, რომელიც წინასწარაა შემუშავებული ასეთი კატეგორიის ძველი და ისტორიული შენობებისათვის. უბრალოდ არ შეძლება აიღო და ნაჯახით შეამტვრიო კარები, რომელიც ისტორიულ რელიქვიას წარმოადგენს და სულ ცოტა 800 წლისაა. მეორეც - მეხანძრეებს ხელს უშლიდა ყველა: ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცნობილი ადაამიანები და უბრალოდ სეირის მაყურებლები. მეხანძრეებისგან ყველა ითხოვდა მყისიერ მოქმედებას და ხანძრის ათ წუთში ჩაქრობას, რელიკვიების უვნებლად გამოტანას, კადრში მოხვედრსას საქმიანი გამომეტყველების მიღებას და პრეზიდენტთან და ქალაქის მერთან ყოველ 5 წუთში მოხსენების გაკეთებას. თავისთავად სანერვიულო და დამძაბავია, არა? მესამე და მთავარი - ესაა ქალაქის ცენტრი - მძიმე ტექნიკა საცობების გამო ძნელად გადაადგილდება, სამოქმედო - სამანევრო ადგილი ცოტაა, არც უძვეელესი გაზონების გადათელვა და განადგურებაა ეგრე იოლი. მეოთხე - თანამედროვე მასშტაბების გათვალისწინებითაც კი შენობა უზარმაზარია. 400 მეხანძრე-ცოტა ძალა არაა, თუმცა მათ ძალიან მიზანმიმართული ხელმძღვანელობა სჭირდება. ეს არაა კომპიუტერული თამაში, რომ კლავიატურის თაგვზე ერთი დაწკაპუნებით მართო მასა. მეხუთე- თუ ქრონოლგიაას დავაკვირდებით, ხაძრის ჩაქრობის პროცესი არც ისე დიდხანს გაგრძელდა. საინფორმაციო საშუალებები ყოველ ათ წუთში გადმოსცემდენ ერთიმეორეზე ტრაგიკულ ახალ ამბებს: " დაინგრა", " განადგურდა", " დაიწვა"...რითაც ქმნიდნენ მეხანძრეების უნიათო მოქმედების ილუზიას. სად იყო სახანძრო ავიაცია? ძალიან ბევრ ადამიანს (მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტრ დონალდ ტრამპს) გაუჩნდა კითხვა: რატომ არ გამოიყენეს სახანძრო ავიაცია? რამდენიმე ვერტმფრენი და ხანძარიც წამში ჩაქრებოდა. ისე გამოვიდა, თითქოს ფრანგი მეხანძრეები უსაქმურები და უტვინოები იყვნენ. ამ ბრალდებების ავტორებმა ნამდვილად არ იციან, რომ დიდი სიმაღლიდან ვარდნის დროს წყალი ლამის დამანგრეველ იარაღად იქცევა. კი ბატონო, ამ დროს სითხე განიფრქვევა, მაგრამ დარტყმის ძალა ამით სულაც არ სუსტდება. თუ თანამედროევ ბეტონის ცათამბჯენზე აქრობ ცეცხლს, მაშინ ეს მეთოდი, რა თქმა უნდა, დასაშვებია, მაგრამ აქ საქმე გვაქვს 8-9 საუკუნის ნატიფ შენობასთან, რომლისთვისაც დიდი სიმაღლიდან დასხმული წყალი ბომბის დაცემის ტოლფასია. ასე რომ, ამ შემთხვევაში ფრანგი მეხანძრეები აბსოლუტურად სწორად მოიქცნენ. ბევრი ცდება, როცა ჰგონია, რომ წყალი მსუბუქია. მოდით დავთვალოთ - 1 ლიტრი წყალი იწონის 1 კილოგრამს. შესაბამისად, 1 კუბური მეტრი წყალი ანუ 1000 ლიტრი იწონის 1 ტონას. ასეთი რეზინის მილიდან ის იოლად გამოიფრქვევა რამდენიმე წუთის განმავლობაში. ასეთი მექანიზმიდან კი 1 ტონა წყლის გამოდენას მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდება, თანაც გამოსროლილ წყლის ნაკადს ისეთი ძალა აქვს, რომ შეუძლია ქვა გახეთქოს. მეხანძრეებმა კარგად ცოდენენ, რომ ტაძრის სახურავი ხის იყო. კონსქტრუქცია შექმნილი იყო მყიფე კარკასისა და მის ზემოთ მდებარე სახურავისაგან. არცერთ დამთვალიერებელს ის მთლიანობაში არ უნახავს, რადგან კარკასი დამალული იყო კონსტრუქციის შიგნით. აი სწორედ ეს სახურავი დაიწვა. მასზე რომ დიდი რაოდენობით წყალი დაესხათ ვერტმფრენებიდან, სახურავი ამ სიმძიმის წყალობით მთლიანად ჩამოიქცეოდა. ამის შემდეგ ცეცხლის გავრცელებას შენობის შიგნით უკვე ხელს ვეღარ შეუშლიდნენ და დანაკარგიც მეტი იქნებოდა. ასე რომ მეხანძრეები აბსოლუტურად სწორად მოიქცნენ, რომ ვერტმფერნები არ გამოიყენეს. დრონით ზედხედში გადაღებულ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ დაიწვა ფაქტიურად მხოლოდ სახურავი-ამ გრანდიოზული შენობის თითქმის უმნიშვნელო ნაწილი. ნოტრ-დამის შტილი, რომლის ჩამოვარდნასაც ასე სასოწარკვეთით ვუყურებდით, თურმე სულაც არ ყოფილა უნიკალური-ის XIX საუკუნეში მიამატეს ტაძარს, რომელიც იმ დროს უკვე 600 წელზე მეტი ხნის იყო. რა თქმა უნდა, მაინც საწყენია, რომ შტილი განადგურდა, თუმცა მისი აღდგენა არც თუ ისე ძნელია, განსხვავებით ძირითადი კედლებისაგან, რომლებიც ძალიან მყიფე და შიგნიდან ცარიელი აღმოჩნდა. შუა სასუკუნეების ოსტატებს არც ისე ბევრი მასალა ჰქონდათ, რომლის საშუალებითა შესაძლებელი იქნებოდა ესოდენ გრანდიოზული ნაგებობის აშენება ისე, რომ კონსტუქცია ზედმეტად მძიმე არ გამოსულიყო. სწორედ ამიტომაა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი არქიტექტურული ოსტატობის სასწაული. მასზე რომ ზემოდან ესხათ დიდი რაოდენობის წყალი, ძველი სამშენებლო ხსნარის ნარჩენები ჩამოირეცხებოდა, კედლები წყლით გაიჯირჯვებოდა და თავისივე სიმძიმის ძალის მოქმედებით ჩამოიქცეოდა. ამგვარი მოქმედება ისტორიულ ნაგებობებში ხანძრის გაჩენის დროს მკაცრადაა აკრძალული უკვე რამდენიმე ათეული წელია, თუმცა ამის შესახებ საიდან უნდა სცოდნოდათ ჟურნალისტებს და ქუჩაში შეკრებილ ტაძრის გულშემატკივრებს. რა დაიწვა და რა გადაარჩინეს? მეხანძრეები არ შეეხნენ სახურავს ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო. მათ მთელი ყურადღება კოშკებსა და შიგა შენობებზე გადაიტანეს. როგორც გამოკვლევამ აჩვენა, დაიწვა მხოლოდ უმნიშვნელო რამ-სახურავის ხის კარკასი და რამდენიმე ტიხარი. მართალია, სახურავის ნაცვლად ამჟამად ტაძარს ვარსკვლავებიანი ცა დაჰყურებს, მაგრამ უკვე გაზაფხულია და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ შემოდგომამადე შენობას უკვე სახურავი ექნება. რაც მთავარია, უვნებლადაა გადარჩენილი უნიკალური, მსოფლიოში ყველაზე დიდი ორღანი, საკურთხეველი, თითქმის ხელშეუხებელია გიგანტური ფრესკები, ვიტრაჟები, გადარჩენილია კოშკებზე არსებული უზარმაზარი ზარები. ტაძარში არ არის კედლების ჩამონგრევის საშიშროება, ამიტომ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი უპრობლემოდ შეუშვეს ჯერ კიდევ კვამლიან ნაგებობაში. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ყველაზე მნიშვნელოვანი ქანდაკებები და სტატუები სახურავიდან მოხსნეს ხანძრამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო. რელიქვიები ლუვრში იქნა გადატანილი და დაბინავებული. მეხანძრეებმა ცეცხლში გახვეული ტაძრიდან გამოიტანეს ის, რისი წაღებაც ზომების გამო მანამდე ვერ მოხერხდა: გიგანტური არქიტექტურული და კულტურული ელემენტები. საბოლოოდ და საბედნიეროდ, ფრანგებმა (და არამარტო ფრანგებმა) მიიღეს არა "საუკუნის ტრაგედია", არამედ უმნიშვნელოდ დამწვარი ტაძარი. ერთი შეხედვით ეს შეიძლება ღმერთის სასწაულად ჩავთვალოთ, თუმცა ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადარჩა, არამარტო სასწაულის, არამედ პროფესიონალი მეხანძრეების შესანიშნავი შრომის შედეგია. და კიდევ ერთი: ფინანსური საკითხი როცა ორი საუკუნის წინ ტაძარი იმდენად სავალალო მდგომარეობაში ჩავარდა, რომ ვიქტორ ჰიუგომ თავისი წიგნებითაც კი სცადა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ამ საკითხისაკენ, შენობის რესტავრაციისათვის საჭირო თანხა მაშინაც ვერ მოიძებნა: ტაძრის აღდგენა მეცენატების ხელშეწყობით და დაფინანსებით ჩატარდა. ლეგენდაც კი არსებობს, რომ ერთ-ერთი ვიტრაჟის შესაქმენლად ფული პარიზელმა მეძავებმა შეკრიბეს, რათა დაემშვიდებინათ სინდისი და მოენანიებინათ ცოდვები. გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ XXI საუკუნეში ტაძრის რესტავრაციის სამუშაოები არაერთხელ გადაიდო დაფინანსების არქონის გამო. ზოგი ვერსიით, ამისათვის 80 მილიონი ევრო იყო საჭირო, ზოგისა კი120 მილიონი. ხანძრის შემდეგ, რომელის სკანდალების მოყვარულმა საინფორმაციო საშუალებებმა "საუკუნის კატასტროფად მონათლეს", ტაძრის აღდგენისათვის ფულის გადარიცხვის მსურველთა ნამდვილი მარათონი გაიმართა. საფრანგეთის (და არამარტო საფრანგეთის) მდიდარი მოქალაქეები ერთამანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტ თანხას გაიღებს ნოტრ-დამის აღსადგენად. ორ ღეში უკვე ერთი მილიარდი თანხა გადაირიცხა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფონდში. რამ დენი დაიხარჯება აქედან რესტავრაციაზე, კაცმა არ იცის, თუმცა ამას ალბათ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ამ უნიკალურ არქიტექტურულ და კულტურულ შედევრს პირვანდელი სახე დაუბრუნდეს. იმედია, ეს მალე მოხდება და კვლავ მოგვეცემა საშუალება დავტკბეთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარის სილამაზითა და გრანდიოზულობით. 1413 13-ს მოსწონს |
ვანდალმა მიგრანტებმა გაანადგურეს ყველაფერი რისი განადგურებაც კი შეიძლებოდა.
საფრანგეთი იქცა ერთ დიდ "მეცამეტე რაიონად".