საზოგადოებრივი ევროპული პროტოცივილიზაციები 2019, 16 აპრილი, 23:06 ევროპის ისტორია ძალიან ძველია. აქ ჰომო საპიენსი პირველად მინიმუმ 45 ათასი წლის წინ (450 საუკუნის წინ) გამოჩნდა, როდესაც აფრიკიდან ევრაზიაში გადმოსული ჰომო საპიენსების ახალი ტალღა ორად გაიყო და ერთმა ჩამოაყალიბა კავკასიელი მონადირე შემგროვებლები, ხოლო მეორემ დასავლეთ ევროპელი მონადირე შემგროვებლები. მოგვიანებით კი ამ ადამიანებმა შექმნეს პირველი პროტოცივილიზაციები ანუ უძველესი ევროპული კულტურები. ჩამოაყალიბეს ათობით ათასი ენა, ეთნოსი, რომელთაგან უმრავლესობა უკვე გადაშენებულია ან მათგან ახალი ეთნოსები და ენებია წარმოშობილი. წარმოგიდგენთ რუკებს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ უფრო თვალსაჩინო გახადოს ევროპის ტერიტორიაზე მოსახლე ადამიანთა გენეტიკური შემადგენლობა და ცხოვრების ნირი ბოლო 100 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. დღევანდელი არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, მიწამოქმედება მინიმუმ ძვ.წ. 9500 წლისთვის ჩამოყალიბდა ე.წ. "ნაყოფიერი ნახევარმთვარის" რეგიონში, მდინარეების ტიგროსისა და ევფრატის ნაპირებზე. შემდგომ უკვე ძვ.წ. 7000 წელს გავრცელდა საბერძნეთის ტერიტორიაზე და შემდგომ ძვ.წ. 6300 წლიდან იგი ვრცელდება სამხრეთ კავკასიაში. კავკასიის მიწათმოქმედების ცენტრი კახეთი იყო. სწორედ ამ პერიოდიდან ვრცელდება მიწათმოქმედება მთელ ბალკანეთში, ცენტრალური ევროპის ნაწილში და იტალიაში იბერიის ნახევარკუნძულამდე. ძვ. წ. 6000 წლიდან ევროპაში უკვე იწყება ჩამოყალიბება სხვადასხვა კულტურების, რომელიც გარკვეულ ტერიტორიაზეა გადაჭიმული, ერთმანეთს უმეზობლდებიან და ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც გენეტიკური შემადგენლობით, ასევე კულტურის ბევრი ასპექტით. თუმცა ყველანი კავკასოიდური რასის წარმომადგენლები არიან. ამ დროს ჩამოყალიბებული იყო შულავერის კულტურა. (იხ. მაღალი რეზოლუციით) ამ რუკაზე ასახულია სპილენძის გავრცელება ევროპაში ძვ.წ. 5800 - ძვ.წ. 2000 წლებში: ძვ.წ. 5000 - ძვ.წ. 4500 წლებში ახალი კულტურები ფორმირდა კონტინენტზე (იხ. მაღალი რეზოლუციით): ევროპა ძვ.წ. 3500-3000 წლებში. ამ დროს საქართველოში და მთელ სამხრეთ კავკასიაში იყო მტკვარ-არაქსის კულტურა. (იხ. მაღალი რეზოლუციით) ევროპის პროტოცივილიზაციები ძვ.წ. 2800 - ძვ.წ. 2500 წლებში (იხ. მაღალი რეზოლუციით): ევროპის პროტოცივილიზაციები ძვ.წ. 2500 - 2000 წლებში. (იხ. მაღალი რეზოლუციით) ევროპის პროტოცივილიზაციები ძვ.წ. 2000 - 1500 წლებში (იხ. მაღალი რეზოლუციით) კრებულები:1. საქართველო2. მეცნიერება3. რელიგია4. ქართული მითოლოგია5. ადოლფ ჰიტლერი6. ნაციონალ-სოციალიზმიავტორი: თორნიკე ფხალაძე321 2-ს მოსწონს
|