x
image
Teklamaisuraze
,, ორივენი დეკემბრის თვეში დაიბადეთ, ორივენი უმამოდ გაიზარდეთ, და ორივე 1992 წლის ოქტომბრის თვეში უგზოუკვლოდ დაიკარგეთ" საქართველოს გმირები
რიგითი არჩილ სირბილაშვილი, მსახურობდა 1992 წლის 1 მარტიდან ეროვნული გვარდიის დიდგორის ბატალიონში. მონაწილეობდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში .

image

აფხაზეთში, გაგრაში საომარი მოქმედებების დროს 1992 წლის 2 ოქტომბრიდან ითვლება უგზოუკვლოდ დაკარგულად.

“ თბილისის ერთერთი უბნის, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის, ერთ სადარბაზოში, ერთ სართულზე, გვერდიგვერდ ორი ძმადნაფიცი ცხოვრობდა . არჩილ სირბილაშვილი და გია მარტიაშვილი . ორივენი დეკემბრის თვეში დაიბადეთ, ორივენი უმამოდ გაიზარდეთ, და ორივე 1992 წლის ოქტომბრის თვეში უგზოუკვლოდ დაიკარგეთ. "


image

ჩვენ, კარის მეზობლები, ნათლიები, უგზოუკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა დედები ცრემლიან თვალებს ვუმალავთ ერთმანეთს, და გულში ღრმად მიმალული თქვენი დაბრუნების იმედის სხივს ველოდებით . ეს იმედის სხივია რომ გვაძლებინებს. უსასრულოა მოლოდინის ღამეები, დღეები, წლები.

ჩემო არჩილ, ჩემო აჩიკო, ჩემს თვალწინ გაზრდილო ბოჭო. უთქმელო და კეთილო, ნაადრევად დავაჟკაცებულს ფიქრიანი და სევდიანი მზერა, მამის ნაადრევმა სიკვდილმა გამოგაყოლა. უთქმელობა კი დედის ქედმოუხრელმა შრომამ, ოჯახისა და შვილების გადასარჩენად რომ ეწეოდა ყოველდღიურად.

პირველ კურსზე ჩაირიცხე, მაგრამ სასწავლებლის კარის შეღებაც ვერ მოასწარი . არჩილ შენ გაგრაში მოგიწია ბრძოლა, გიას - სოხუმში.

არჩილ ბოლოს 2 ოქტომბერს გნახეს გაგრაში, ფეხში დაჭრილი. იმ დღეებში ჩემმა გიამ, თბილისში დაღუპული თანამებრძოლები ჩამოისვენა. შინ წამით შემოირბინა. შენი დაკარგვის ამბავი რომ გაიგო, სახე გაუფითრდა. შენი სურათი გამომართვა გულის ჯიბეში სათუთად ჩაიდო, და გაფითრებული ტუჩებით მოვნახავო ჩაილაპარაკა. მაგრამ 22 ოქტომბერს ისიც ფეხში დაჭრილი ნახეს სოხუმის აეროპორტში .

image

არჩილ იქნებ მოგძებნა გიამ, იქნებ ერთად დაუსხლტით ომის საშინელებას.იქნებ ნამდვილმა აფხაზებმა, შეგიფარეს, გიმკურნალეს, გადაგარჩინეს.

მაღალო ღმერთო, მუხლმოდრეკილი უმორჩილესად გევედრები, რადგან მხოლოდ შენ ერთს ხელგეწიფება ამ სასწაულის მოხდენა.

არჩილ შენ ძმამ თავის პატარას შენი სახელი დაარქვა. "

გია მარტიაშვილის დედა ნაზი მარტიაშვილი

ასევე დააინტერესებთ

გერმანელი პილოტი, რომელსაც “ შეშლილ მაიორს " უწოდებდნენ, აეროშოუს დგამდა, ომი ჰაერში

image

ტყეები

image

9 აპრილის მოგონებები “ მე მიმალავდნენ " ედუარდ შევარდნაძის მოგონებები

image

როგორ იხსენებს ედუარდ შევარდნაძე 1986 წელს მომხდარ სპიტაკის მიწისძვრას

image

0
153
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0