საზოგადოება ბედნიერების ფორმულა 2012, 20 ივლისი, 14:26 საოჯახო საქმეები, სამსახური, ბავშვებზე ზრუნვა.. ხშირად ეს ყველაფერი იმდენად გვშთანთქავს, რომ სიხარულისა და ბედნიერებისთვის დრო საერთოდ არ გვრჩება.ახალი პრობლემები ისე მოულოდნელად გვატყდება თავს, რომ ძველის გადაჭრასაც კი ვერ ვასწრებთ, მაგრამ ბედნიერება ხომ ჩვენშია, საჭიროა მხოლოდ შევცვალოთ დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარემოს მიმართ.
გიყვარდეს საკუთარი თავი, პატარ-პატარა სიხარულით გაანებივრე.იყიდე ახალი კაბა, ჩანთა, ფეხსაცმელი..გაისინჯე ყველაფერი, რაც კი მოგეწონება. ფსიქოლოგების აზრით, შოპინგი საუკეთესო საშუალებაა დეპრესისს საწინააღმდეგოდ. უბრალო სუვენირის ყიდვასაც კი შეუძლია კარგ ხასიათზე დაგაყენოს, გაიარე მაღაზიებში მეგობართან ერთად და კარგი განწყობა გარანტირებული გექნება. მოაწყე სადღესასწაულო სადილი, ცოტა ხნით უარი თქვი დიეტაზე.შოკოლადის ნამცხვარი და 1 ჭიქა შამპანიური არც ისე გაგასუქებს, ბედნიერებას კი ნამდვილად მოგიტანს. შექმენი რომანტიკული გარემო- სანთლები..საყვარელი კაბა.. გაერთე, ეს აუცილებელია, რათა ნეგატიური ემოციებისგან განთავისუფლდე. იცეკვე, წადი თეატრში ან რაიმე სხვა ღონისძიებას დაესწარი, დაკავდი ფიტნესით, ივარჯიშე, ირბინე დილაობით. ფიზიკური დატვირთვა ორგანიზმს ბედნიერების ჰორმონის - ენდორფინის გამოყოფაში ეხმარება. თუ თავს ცუდად გრძნობ და ტირილი გინდა, ნუ შეიკავებ ემოციებს. გაუზიარე დარდი მეგობარს ან საყვარელ ადამიანს, იტირე და უკეთ გახდები.დადებითი ეფექტისთვის კი შემდეგ აუცილებლად გააკეთე რაღაც ისეთი, რაც გაგამხიარულებს. შეხვდი ადამიანს, რომლის ნახვაც დიდი ხანია გინდოდა, მაგრამ ვერ ახერხებდი. მოიფიქრე როგორი იქნება თქვენი შეხვედრა, უბრალოდ მეგობრული თუ რომანტიკულ გარემოში, რესტორანში თუ შენთან სახლში.. თვითონ შეხვედრის მოლოდინიც კი ეიფორიას გამოიწვევს შენში. შეიძინე ახალი ნაცნობები, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა ხომ ყოველთვის კარგ განწყობას გვიქმნის. 150 1-ს მოსწონს
|