x
image
ელენე გუმა
ამბავი მოხერხებული ქართველი მძღოლისა და პატრულისა, რომელზეც ბევრს იცინებთ
image

ამბავი, რომელიც სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაპოსტა, ძალიან სასაცილოა და ბოლო პერიოდში თბილისის ქუჩებში ბოძებზე ამოყირავებული მანქანების ილუსტრაციებს ეხება.


როგორც ეს მომხმარებელი წერს, არასწორი პარკინგის დროს პატრულის ჯარიმას ზუსტად ამ მიზეზით მოხერხებულად დაუძვრა და პატრულის თანამშრომლებიც დააჯერა რომ მისი მანქანა აღნიშნული კამპანიის ნაწილი იყო.


"მოკლედ დღეს მანქანა ძალიან არაამქვეყნიურად მივაპარკინგე, ცალი მხარე ბორდიურზე ფაქტიურად ჰაერში იყო, მოვიდა პატრული რას აკეთებო??!! მეც მშვიდად ვუპასუხე: მერიასთანაა შეთანხმებული რამოდენიმე წუთში თანამაშრომლები მოვლენ ამ მანქანას ამოვაყირავებთ და ბოძებზე შემოვდებთთქო. დაიჯერა " - წერს ფეისბუქმომხმარებელი.



ცნობისთვის, რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ფოტო, სადაც ქალაქში განთავსებული ამოყირავებული მანქანებია აღბეჭდილი.

როგორც ცნობილია, ეს მანქანები ქალაქში არაერთ ადგილას დაამონტაჟეს და ერთი კამპანიის ქვეშ გააერთიანეს, რითაც მოუწოდებენ მძღოლებს, ფრთხილად იარონ.


image

0
164
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0