საზოგადოება თამაზ ნამგალაურის აღიარებითი ჩვენება, მსოფლიო ჩემპიონი სასტიკი დამნაშავე 2019, 14 აპრილი, 23:53 “ ახლა 31 წლის ვარ, 15 წლის შემდეგ თუ გამოვალ ციხიდან, სად არის გარანტია, რომ იგივეს არ ჩავიდენ, ამიტომ გთხოვთ, ჩემს მიმართ გამოიყენოთ სასჯელის უმაღლესი ფორმა. " ეს სასამართლო პროცესზე მისი ბოლო სიტყვები იყო, მას მიუსაჯეს დახვრეტა. “ 12 ივნისს ოჯახთან ერთად დუშეთში უნდა ავსულიყავი, სახლიდან გამოვედი, რამდენიმე კათხა ლუდი დავლიე, მერე ტაქსი დავიქირავე და დუშეთში მარტო წავედი, არ ვიცი რატომ. ეზოში რომ ჩავედი ჩემი ბიძაშვილი დათო დავინახე. დავუძახე, ბოსტნის გაწმენდაში დამეხმარე მეთქი. ისიც გადმოვიდა და დამეხმარა . არაყი დავლიეთ, მერე ვუთხარი წადი შენი და გადმოიყვანე მეთქი, ახლა ჩემები ამოვლენ და ბავშვები ერთად ითამაშებენ მეთქი. წავიდა და თავისი პატარა დაც მოიყვანა, მერე ავტობუსების გაჩერებაზე გავგზავნე ჩემების დასახვედრად, ... ის რომ წავიდა, გოგონა ოთახში შევიყვანე, კარი ჩავკეტე, ხელში ავიყვანე და ლოგინზე დავაწვინე, რომ არ ეყვირა ყელში ხელი წავუჭირე, მეორე ხელი პირზე დავაფარე და გავგუდე, მერე გავხადე და გავაუპატიურე, ამასობაში ჩემი ბიძაშვილი დაბრუნდა, დას ეძებდა, მე გოგონა საწოლებს შორის ჩავმალე. ბიჭი ოთახში შემოვახედე და ვუთხარი აქ არ არის მეთქი. ისიც წავიდა . გოგონა მკვდარი არ მეგონა და ყელში თოკი წავუჭირე, მერე ჩანთა გადმოვიტანე, გოგონა შიგ ჩავდე, იქვე ჩავყარე მისი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, შარდით და სისხლით მოსვრილი ზეწარი და ბალიშის პირი, ჩანთა ბოსტანში ჩავიტანე და იქ დავმარხე. მიწას რომ ვაყრიდი დედამისმა დამიძახა, გოგონა ხომ არ გინახავსო, მე ვუთხარი იქით გარბოდა მეთქი . მერე თბილისში დავბრუნდი, უკვე საღამო იყო, ვისადილე, ტელევიზორს ვუყურე, ვიბანავე, ჩემი დასვრილი საცვალი გავრეცხე და დავწექი და დავიძინე. მეორე დღეს დამაპატიმრეს.გოგონას მოკვლა არ მინდოდა " /თამაზ ნამგალაურის აღიარებითი ჩვენება / მსოფლიოს ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი, თამაზ ნამგალაური, ეს არ იყო მისი ერთადერთი დანაშაული, მაგრამ მიიჩქმალა მისი დანაშაულებები, რადგან საქვეყნოდ ცნობილი იყო. ცნობილი ქართველი მოჭიდავე , მისმა სისასტიკემ მსოფლიო შეძრა .
მოზარდობა, შეიძლება ითქვას რომ ეს ყველაზე “ საზიზღარი " ასაკია გერმანელი პილოტი, რომელსაც “ შეშლილ მაიორს " უწოდებდნენ, აეროშოუს დგამდა, ომი ჰაერში 214 1-ს მოსწონს
|