სხვა რა უპასუხა ირაკლი ჩარკვიანმა რუს გამომძიებელს 2019, 14 აპრილი, 23:41 მოსკოვიდან ჩამოსული რუსი გამომძიებელი, რომელიც თვითმფრინავის გამტაცებლების საქმეს იძიებდა, პირველივე წუთიდან გააოცა, ბიჭმა, რომლის ბაბუა საქართველოს ცეკას ყოფილი მდივანი იყო. ის იჯდა საკმაოდ მშვიდად, გაწონასწორებულად და მიუხედავად იმისა, რომ რუსული ენა ბრწყინვალედ იცოდა, მხოლოდ ქართულად პასუხობდა ყოველ კითხვას. - რა პრინციპით შეარჩიეს თვითმფრინავის გამტაცებლები და თქვენ, როგორც გეგას უახლოესი მეგობარი, რატომ არ აღმოჩნდით მათ შორის? გაფრენა არ გინდათ?
– გაფრენა ყოველთვის მინდოდა, ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც, ოღონდ არა თვითმფრინავით.
– რომ ვერ გაფრინდეთ? – მაშინ ზღვას გადავცურავ. – რას? – ზღვას. – როგორ? – სიმღერით. – ხუმრობთ? – არ ვხუმრობ. – დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ? – კი, ბატონო. – მაინც როგორ ჩავწეროთ? – სიტყვასიტყვით. – მაინც როგორ? – მე გადავცურავ ზღვას… 552 1-ს მოსწონს
|