სხვა ხავიერ ერნანდესის მაცდურმა ქალმა სოციალურ ქსელში ყველა რეკორდი მოხსნა 2019, 14 აპრილი, 13:46
ხავიერ ერნანდესის (აგრეთვე ცნობილი, როგორც ჩიჩარიტო) ოჯახი მალე პირმშოს ელოდება, "ვესტ-ჰემის" ფორვარდი მალე მამა გახდება და პირველ რიგში სწორედ ეს დიდი სიხარული ასულდგმულებს ამჟამად ფეხბურთელს და არა საფეხბუთო გმირობანი.
ბავშვის დედა კი იქნება საოცრად მიმზიდველი ავსტრალიელი სარა კოანი. მოგზაურობაზე შეყვარებული ტრეველ-ბლოგერი ლონდონში ცხოვრობს ფეხბურთელთან ერთად, აქვე ბავშვის გაჩენას ელოდება. სექსუალური სარა კოანი პოპულარული გახდა სოციალურ ქსელში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებული ფოტოებით, კოანმა ყველა ეგზოტიკური ადგილი მოინახულა, მათ შორის ბაჰამის კუნძულები და ბორა-ბორა. გოგონას ინსტაგრამის გვერდის დათვალიერების დროს გადააწყდებით საკმაოდ არაჩვეულებრივ ფოტოებს:მათ შორის ზვიგენთან, იგუანთან, გარეულ ღორთან, ჟირაფთან, სპილოსთან გადაღებულს და სხვა. ავსტრალიელ ლამაზმანს მილიონზე მეტი ხელისმომწერი ჰყავს სოციალურ ქსელში. ტრეველ-ჰობის გარდა, გოგონამ ნორტ-დამის უნივერსიტეტში დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი, პრაქტიკას ჰარვარდში გადიოდა, ამასთანავე თავისუფალ დროს ძიძად მუშაობდა, ახლა კი მალე დედა გახდება. მექსიკის ნაკრების ვარსკვლავს აქამდეც მრავალრიცხოვანი რომანები ჰქონდა, ავსტრალიელ ლამაზმანთან შეხვედრამდე, ერნანდესი ესპანელ მსახიობ ანდრეა დუროსს ხვდებოდა. 763 6-ს მოსწონს
|