ქალი და მამაკაცი 7 გზა ჯანმრთელი ურთიერთობისთვის 2019, 14 აპრილი, 1:53 კომფორტულობათქვენ და თქვენს პარტნიორს საშუალება გაქვთ ისეთი ტემპით წარმრთოთ ურთიერთობა, რომელიც ორივეს გაწყობთ და ორივესთვის კომფორტულია. ჯანსაღი ურთიერთობა თავიდან იწყება მეგობრობით და შემდეგ როდესაც ორივე მიხვდებით ერთად ყოფნა გინდათ თუ არა გადადიხართ სხვა ეტაპზე. ნდობადარწმუნებული იყავით იმაში რომ თუ თქვენს პარტნიორს ენდობით ის ამ ნდობას არ უღალატებს, თუ რა თქმა უნდა უყვარხართ და თავადაც გენდობათ. ურთიერთობაში ნდობა გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს. პატიოსნებაჭეშმარიტად ღია და გახსნილი უნდა იყო პარტნიორის მიმართ და ისიც ასევე. მნიშვნელოვანია შეძლოთ საუბარი იმაზე თუ რა გინდათ ორივეს. როდესაც უყვარხართ პარტნიორს და თქვენ ამას გრძნობთ, ამ შემთხვევაში რაც არ უნდა უსიამოვნო რამ უთხრათ მას იგი გაგებით მოეკიდება ყველაფერს. ამიტომ ყველაფერზე ისაუბრეთ პატიოსნად და გულღიად. დამოუკიდებლობასივრცე და თავისუფლება თქვენს ურთიერთობაში თქვენზეა დამოკიდებული. აუილებელი არ არის თითოეული ნაბიჯი იცოდეს შენმა პარტნიორმა, რა თქმა უნდა ცხოვრების მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ ვგულისხმობ. პატივისცემათუ ურთიერთობაში იგრძნობა რომ პარტნიორს პატივს სცემთ, შესაბამისად ამ ყველაფერს იგი დაინახავს და იგივეთი გიპასუხებთ. თანასწორობარაც ყველაზე მთავარია ეს არის ურთიერთობაში თანასწორობა. ორივე მხარეს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი და არც ერთ მათგანს არ უნდა ქონდეს იმაზე მეტის უფლება ვიდრე მეორეს აქვს. აქ გენდერი უკვე არაფერს წყვეტს და ეს კარგად უნდა გავითავისოთ. კომუნიკაციაკომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ურთიერთობაში. თუ თქვენ ხედავთ რომ პარტნიორი გისმენთ საუბრისას და თქვენი კარგიც ესმის და ცუდიც, ეს უკვე ჯანსაღი ურთიერთობის წინაპირობაა. 47 1-ს მოსწონს
|