x
image
გიორგიე
სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
image


***

-დედააა, დეეე, დედიკოოოოოო!!!!

-ხო შვილო რაიყო?


-დე ამოვიდე?

-ხო შვილო ამოდი.

-აუ ვიქნები რააა!!



***

-მამიკო, მეგობარს რომ უჭირდეს, ხომ უნდა დავეხმარო?

-კი შვილო, მაგრამ შენც რაღა გაჭირვებულს უმეგობრდები?!




***

-აიღე კრედიტი?

-არ მომცეს!

-გრაფა “შემოსავალში'' რა ჩაწერე?

- 4-5 მობილური თვეში...


***

-ჩვენი ფირმა მოლარეს ეძებს.

-ხომ აიყვანეთ მოლარე ერთი კვირის წინ?

-აი სწორედ მაგას ვეძებთ.


***

- მიხო, ხვალ მშობლების გარეშე სკოლაში არ მოხვიდე!

- ზეგ?


***

- თქვენმა ძაღლმა მიკბინა. მე კომპესაციას მოვითხოვ!

- კი ბატონო! მე გავაკავებ და თქვენც უკბინეთ.


***

- რეზიკო, ნუ ურტყამ იმ ბავშვს თავში ნიჩაბს, თორემ გაოფლიანდები და გაცივდები.


***

საავადმყოფოს დერეფანში პაციენტს მიაგორებენ.

- იქნებ მაინც გვეცადა... რეანიმაციაში? - კითხულობს პაციენტი.

- აბა მორჩით თვითმკურნალობას! ექიმმა თქვა მორგშიო, ესე იგი მორგში.


***

სვანი სტუმარს ასეირნებს სოფელში, კოშკებს ათვალიერებენ. უცებ სტუმარი იძახის:

- ვაიმე, იმ კოშკიდან ვიღაც კაცი თოფს მიმიზნებს!!!

- ჰო, მე მაგას ძმა მოვუკალი და ეტყობა სისხლის აღება უნდა - ამშვიდებს მასპინძელი.

- მერე რა მეშველება?

- შენ არაფერი გეშველება, მაგრამ ნუ გეშინია, მაგასაც ჩამოუვა სტუმარი და...


***

ინსპექტორი ეკითხება მძღოლს:

- როგორ დაჯექით ასეთი ნასვამი საჭესთან?

- ძმაკაცები დამეხმარნენ!!


image













1
181
6-ს მოსწონს
ავტორი:გიორგიე
გიორგიე
181
  
2012, 22 ივლისი, 20:43
:D:D:D:D
0 1 1