x
image
თამილა გურაშვილი
ჩამოგეშალათ თავზე "ოცნება" და მაინც არაფრის შეცვლას არ აპირებთ...ოცნების ყოფილი მხარდამჭერის მეორე წერილი ბიძინას

image
იძულებული ვარ წერილების სერია გავაგრძელო...

რა გახდა ადამიანო, 3.000.000-იანი ქვეყნის გაბრწყინება?!

როგორ შეიძლება, ამ ქვეყანაში სახელმწიფო მოხელე იღებდეს უზარმაზარ ხელფასს; პრემიას ყოველთვიურად, გემსახურებოდეს ავტომანქანა, ხარჯავდე ათასობით ლიტრ საწვავს და საუკეთესოს ჭამდე და სვავდე რესტორნებში გაჭირვებული ხალხის ხარჯზე და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც პენსიონერს ყველთვიურად, მხოლოდ 200 ლარს უხდი...
კიდევ გამოდიხარ ტელევიზიით და საყვედურობ შენს მოსახლეობას, რატომ არ მოგწონვარო...
ვინმემ თუ გაბედა და გაგაკრიტიკა, ნაციონალად ნათლავ, იბოღმები და მარგინალ მოხელეებს თავზე ასვამ, უმტკიცებ, რომ ისინი ვინც წლების მანძილზე ძარცვავდნენ, არბევდნენ, კლავდნენ ასამართლებდნენ და სისხლს წოვდნენ მათ, ახლა გამოსწორდნენ და კარგად იქცევიან...
ნუთუ ვერ ხედავ, რა შედეგი გამოიღო თქვენმა ერთპიროვნულმა მმართველობამ?!
მურუსიძეები, კობახიძე და მათი პოლიტიკური თანამოაზრეები, პრივილიგილებულ კლანად ჩამოაყალიბეთ და ქვეყანის მართვა ჩააბარეთ...
ფიქრობთ, რომ ხალხი ამას ვერ ხედავს, ეს ყველაფერი მათთვის მისაღებია?!
და ამ დროს ჩადიხართ ევროპაში და თავს იწონებთ საარაკო დემოკრატიით...
სირცხვილია!!!
სირცხვილია, როდესაც შენს ხალხს უვიცად თვლი, ღალატს აბრალებ და თან ყოველ არჩევნებზე მხარდაჭერას სთხოვ...
ბედი თქვენი, რომ პოლიტიკაში არ გამოჩნდა ისეთი ძალა, რომელიც ამ ბრბოსგან მოაზროვნე საზოგადოებას ჩამოაყალიბებდა და ვის გარშემოდაც ერი გაერთიანდებოდა, თორემ თქვენი ბედი, ჯერ კიდევ 5 წლის წინ იქნებოდა გადაწყვეტილი და აქამდე პოლიტიკურ სანაგვეზე იქნებოდით გადაგდებული...
საინტერესოა, ეს კითხვები რომ დაესვა ჟურნალისტს ბოლო ინტერვიუს დროს, რა პასუხს გასცემდით?!
ჩამოგეშალათ თავზე "ოცნება" და მაინც არაფრის შეცვლას არ აპირებთ...
ბაყაყების ყიყინმა დაგვაყრუა ბატონო, ჭაობში ვართ, ჭაობში!!!
რა გინდათ, ისევ ნაციონალებს ჩაუგდოთ ხელში ეს ქვეყანა საჯიჯგნად?!

პ.ს. პიროვნულად არავის გერჩით... ჩემი ქვეყნის სიკეთე მსურს" - ბადრი ჯინჭარაძე, ოცნების ყოფილი მხარდამჭერი

0
287
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0