განათლება ცვლილება უცხო ენის გამოცდაში და რჩევები ამ საგნის ჯგუფის ხელმძღვანელისგან 2019, 13 აპრილი, 18:45 2019 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საგამოცდო საგნებთან დაკავშირებით. ცვლილებების გათვალისწინებით, ჯგუფის ხელმძღვანელები გამოცდებისთვის მომზადების პრინციპში ცვლილების შეტანას ურჩევენ როგორც აბიტურიენტებს, ისე მათ რეპეტიტორ მასწავლებლებს. მაშ ასე:
-
უცხოური ენის გამოცდა -ცვლილების არსი: ტესტიდან ამოღებულია ერთ–ერთი დავალება. ეს არის მე-7 არჩევითპასუხებიანიდავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. გრამატიკის ცოდნაშემოწმდება ტესტში არსებულიწერითი დავალებების საშუალებით. საგამოცდო ტესტის მაქსიმალურიქულა იქნება 80 და არა 90, როგორც ეს წინა წელს იყო; საგამოცდო დრო გახდა 2 საათი და 30 წუთი(დრო 10 წუთით შემცირდა). - რუსუდან ტყემალაძე, უცხოური ენების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი:
„აბიტურიენტებს, ვისაც სურთ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ, უფრო მეტი უნდა იმუშაონ არა უბრალოდ ცოდნის მიღებაზე, არამედ ამ ცოდნის გამოყენებაზე სამეტყველო სიტუაციებში. ამიტომაც ამოვიღეთ ეს დავალება, თუმცა იგივე გრამატიკულ ცოდნას ვამოწმებთ ისეთი შემოქმედებითი დავალებებით, როგორებიცაა წერილი და ესე, ანუ წერითი დავალებები.
-----------------------------------------------------------------------------------------ცვლილება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში და რჩევები ამ საგნის ჯგუფის ხელმძღვანელისგან-----------------------------------------------------------------------------------------119 შეფასება არ არის
|