დასვენება საქართველოში თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ცაში ქეიფი შეეძლებათ 2019, 13 აპრილი, 14:47 ![]() სპეციალურ ამწეზე დაკიდებულ მაგიდასთან შესაძლებელი ერდროულად 22 ადამიანის მომსახურეობა. მაგიდის დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. ფასი ერთ ადამიანზე 199-დან 345 ლარამდეა. ![]() აღსანიშნავია, რომ სტუმრებს ცაში დაკიდების დროს რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება მოუწევთ. მაგალითად, საპირფარეშოთი სარგებლობა სიმაღლეზე შეუძლებელია, აკრძალულია მოწევაც. Dinner in the Sky ბელგიური რესტორნების ქსელია, რომლის იდეაც 2006 წელს დაებადა დევიდ გიზელს, მარკეტინგული და საკომუნიკაციო კომპანიის მფლობელს, რომელმაც ბანდი ჯამპინგის ორგანიზატორს სტეფან კერჰოფსთან ერთად გააკეთა პირველი საჰაერო ვახშამი ასოციაცია Jeunes Restaurateurs d'Europe-სთვის. ![]() 436 4-ს მოსწონს
|