x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138421
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ვირუსებისა და ინფექციების იისფერი მტერი: კალიუმის პერმანგანატის სამკურნალო თვისებები
კალიუმის პერმანგანატი - ეფექტური საშუალებაა, რომელიც ოჯახში ყველას უნდა ჰქონდეს.

კრისტალური ფხვნილის ნაწილაკები იისფერი ფერით არის გაჯერებული. ის წყალში კარგად იხსნება და წყალს იისფერ შეფერილობას აძლევს. ამ თვისების წყალობით თერაპიული მიზნით ხშირად იყენებენ. მას სხვადასხვა სახის ვირუსების მოკვლა შეუძლია.კანის და ლორწოვანი გარსის დასაბანად და გამოსაშრობად აქტიურად გამოიყენება.


image

ხსნარის კონცენტრაცია გამოყენების მიზნით:


კუჭის გაწმენდის მიზნით, ოდნავ ვარდისფერი ხსნარი მზადდება, რომელიც 0, 01-0, 1% კალიუმის პერმანგანატს შეიცავს.

ჭრილობის დასამუშავებლად 0, 1-0, 5% ხსნარი დაგჭირდებათ, რომელსაც ვარდისფერი შეფერილობა ექნება;

ხსნარი 2, 5% KMn04 წყლულების და დამწვრობის დასამუშავებლად გამოიყენება. ფერი ამ შემთვევაში ღრმა მეწამული არის.


კალიუმის პერმანგანატი მოწამვლის დროს

ამ სიტუაციაში, კალიუმის პერმანგანატს ინფექციის შიგნიდან მოშორება შეუძლია. სუსტი კონცენტრაციის ხსნარს ავადმყოფს აძლევენ, შემდეგ კი ღებინებას იწვევენ.

მნიშვნელოვანია! ხსნარში ყველა კრისტალი უნდა გაიხსნას, რადგან მას კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება შეუძლია. მსგავსი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად სუსტი ხსნარი მოამზადეთ, შემდეგ მცირე ნაწილს წყალი დაასხით. გამოყენების წინ გადაწურეთ.


აბაზანა ბავშვისთვის

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ კალიუმის პერმანგანატის აბაზანაში ბანაობა ბავშვის კანის გამოშრობას იწვევს. ამ სიტუაციაში უნდა გაითვალისწინოთ, რომ წყალს არა კრისტალები, არამედ ხსნარი უნდა დაუმატოთ. შედეგად ვარდისფერი შეფერილობის წყალი უნდა მიიღოთ.


თვალის ინფექცია

იმავე კონცენტრაციის საშუალება, რომელსაც ბავშვის დასაბანად გჭირდებათ, შეგიძლიათ თვალის ინფექციების დროს სავლებლად გამოიყენოთ.


დიარეა

ამ დროს 1 ჭიქა სუსტი კონცენტრაციის კალიუმის პერმანგანატი დღეში 2-ჯერ დალიეთ. როგორც წესი, ერთხელ მიღება საკმარისია, რომ პრობლემა გადაჭრათ.


სახლში მძიმე ავადმყოფის ყოლის დროს

ამ სიტუაციაში შენობის ჰაერი დახუთული ხდება. ამ პრობლემას გადაჭრით, თუ ოთახში ვარდისფერ ხსნარს გამოიყენებთ. ეს ნივთიერება ჰაერის გაწმენდას ხელს შეუწყობს და მას უფრო სუფთას გახდის, რაც ავადმყოფის ჯანმრთელობაზეც კარგ გავლენას მოახდენს.


დამწვრობა

დამწვრობის სამკურნალოდ კალიუმის პერმანგანატის ცივი სახვევი გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო ძლიერი დამწვრობა, მით უფრო კონცენტრირებული უნდა იყოს კომპრესი. როგორც წესი, 2-5% ხსნარს იყენებენ.


სტომატიტი და ანგინა

ამ დაავადების დროს პირის ღრუ სუსტი ხსნარით გამოივლეთ. პროცედურა დღეში 5-ჯერ შეასრულეთ.


ჰაიმორიტი

დღეში რამდენჯერმე ცხვირი სუსტი ხსნარით, რომელსაც ღია ვარდისფერი შეფერილობა აქვს, გამოირეცხეთ. მნიშვნელოვანია: წყალი თბილი უნდა იყოს.


ჩაზრდილი ფრჩხილი

თუ დაავადების პირველი ნიშნები გამოჩნდა, უფრო ზუსტად: ფრჩხილის ირგვლივ ანთება, წყლულის და ჩირქის გაჩენა, აბაზანა 2-5% KMn04 ხსნარით გაიკეთეთ. პროცედურის შემდეგ 10% სინტამიცინის ემულსიის კომპრესი გაიკეთეთ.

სააფთიაქო საშუალებას უკუჩვენება არ აქვს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ კანთან, ან ლორწოვან გარსთან შეხების დროს შესაძლოა სერიოზული დამწვრობა მიიღოთ. სწორედ ამიტომ მისი გამოყენების დროს სიფრთხილე უნდა დაიცვათ.

პ.ს კალიუმის პერმანგანატის ხსნარს უძველესი დროიდან გამოიყენება და მისი ეფექტურობა არაერთხელ ცხადი გახდა, თუმცა ჩვენ გირჩევთ გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ლიმონი, წიწაკა და მარილი - საუკეთესო წამალი, რომელიც 9 პრობლემას კურნავს

image

2. დაამარცხეთ მუცლის ტკივილი, გულძმარვა და კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობა

image

3. ხახვი სისხლში შაქრის დონეს შესანიშნავად ამცირებს! ამ რეცეპტის დახმარებით წლებია თავს კარგად ვგრძნობ

image

4. ეს ბოსტნეული მოგაშორებთ ნაღვლკენჭოვან დაავადებას, განკურნავს ართრიტს, ართროზს, რევმატიზმს, პოდაგრას და არა მხოლოდ! გაიგეთ რეცეპტი!

image

5. გაატუტოვნეთ სხეული და დაავადებებს ამ 10 პროდუქტით ებრძოლეთ

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1668
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1668
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0