ვარსკვლავები გაუმართლდათ, თან როგორ: 11 ყველაზე გრძელფეხება ლამაზმანი 2019, 12 აპრილი, 13:48 ალბათ, თითოეულ ქალბატონს ლამაზ და გრძელ ფეხებზე ერთხელ მაინც უოცნებია, თუმცა სამწუხაროდ ბუნება ყველას ასეთი სილამაზით არ აჯილდოებს, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთებს მაინც უმართლებთ.. მოდით გავიცნოთ მსოფლიოს 11 ყველაზე იღბლიანი, გრძელფეხება ლამაზმანი, რომელთა ნაწილიც, სწორედ საკუთარი ფეხის სიგრძის წყალობით მსოფლიო რეიტინგების გარდა, გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა. უკვე წლებია ყველანაირ კვლევებში, ყველაზე გრძელფეხება ცნობილ ქალბატონთა შორის ღირსეულ, პირველ ადგილს ავსტრალიელი, ექს - მოდელი კაროლინ არტური იკავებს, მისი რეკორდი - 131 სანტიმეტრია.თუმცა, სუპერმოდელი და ვიქტორია სეკრეტის ყოფილი ანგელოზი ადრიანა სკლენარიკოვა გინესის რეკორდების წიგნში - როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელფეხება მოდელი (125 სმ) ჯერ კიდევ წლების წინ მოხვდა, მისგან არც თუ ისე შორს წავიდა, მისივე ფერადკანიანი, გამორჩეული გარეგნობის, სენეგალელი კოლეგა ჯი დიენგი (125 სმ).ყველაზე გრძელფეხება ქალბატონთა რეიტინგში ძველი "გვარდია" - ლეგენდარული ელ მაკფერსონი (123 სმ), კლაუდია შიფერი (118 სმ), სინდი კროუფორდი (114 სმ) და ევა ჰერცოგოვა (112 სმ) კვლავაც მოწოდების სიმაღლეზე არიან და ასაკის მატებასთან ერთად, კიდევ უფრო შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში.
|