სხვა ტყეები 2019, 11 აპრილი, 22:40 დღევანდელი სკოლის მეთოდებში აქტუპლურია ე. წ.“ პრეზენტაციები". შემოგთავაზებთ ოქსფორდის საბავშვო ენციკლოპედიიდან მცირე ინფორმაციებს.
ტყეები ტყე ისეთი ადგილია, სადაც მიწა ხეებითაა დაფარული. დედამიწის ზედაპირის ერთ მეხუთედს ტყეები შეადგენს. სხვადასხვა კლიმატში სხვადასხვაგვარი ტყე იზრდება. ტყე ფრინველებისა და ცხოველების მნიშვნელოვანი სიცხოვრისია. ამას გარდა, ტყე ადამიანს ამარაგებს ისეთი სასარგებლო მასალებით, როგორიცაა ხეტყე, ქაღალდი, საკვები, და საღებავი.ტროპიკული ტყე ტროპიკული ტყე იქ იზრდება, სადაც მთელი წელი ცხელა და სინესტეა . იგი ათასობით სახეობის ხისა და ბევრი სხვა მცენარის საცხოვრისია. ტროპიკულ ტყეში მცენარეთა უმეტესობა მარადმწვანეა, ამიტომ აქაურ ცხოველებს მთელი წელი აქვთ საკვებიცა და თავშესაფარიც .ფოთლოვანი ტყე ფართოფოთლოვანი ტყე იქ იზრდება, სადაც ზამთარი გრილია, ზაფხული კი თბილი. ხეების უმეტესობა ფოთოლმცვივანია. რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთარში ფოთლები სცვივათ. ფოთოლმცვივან ხეებს ზამთრის პირას ან მშრალ სეზონში ფოთლები სცვივა. ფოთლებს მწვანე ფერი ეკარგება და ჩამოვარდნამდე წითლად, ყვითლად და ნარინჯისფრად შეიფერება.წიწვოვანი ტყე წიწვოვანი ტყე ცივ კლიმატში იზრდება, აქ უმთავრესად წიწვოვანები ხარობს. მაგალითად ფიჭვი. წიწვივანთა უმეტესობა მარადმწვანეა. პირამიდისებრი ფორმისა და ნემსისებრი ფოთლების წყალობით ამ ხეებზე თოვლი ვერ ჩერდება.იცოდით? ყველა მწვანე მცენარის მსგავსად, ტყის ხეები ატმოსფეროში ჟანგბადს გამოყოფს. მათ გარეშე ჟანგბადი არ გვექნებოდა და ვერ ვისუნთქებდით. ასევე დააინტერესებთ მაჩუ-პიქჩუს ქალაქის მითები და ლეგენდებიაცტეკები მსხვერპლს ჯერ კიდევ მფეთქავ გულს აცლიდნენ მკერდიდან ვიკინგთა სოფლის შუაგულში დიდი დარბაზი იყო, სადაც ზღაპრულ ამბებს ყვებოდნენ 272 შეფასება არ არის
|