x
image
თამილა გურაშვილი
ბიძინას იმდენი ვალდებულება აქვს იმპერიების წინაშე აღებული, რომ ის საქართველოს წისქვილზე აღარასდროს დაასხამს წყალს.
image

ჩემი რჩევა და უმორჩილესი თხოვნა ქართველებს

ბიძინას იმდენი ვალდებულება აქვს იმპერიების წინაშე აღებული, რომ ის საქართველოს წისქვილზე აღარასდროს დაასხამს წყალს. ამიტომაც გამოხტა, გვპირდება "ოქროს მთებს"" და ისე უჭირს, რომ თვით ჯადოქარ ლელა კაკულიასაც კი აყვირებს --- საქართველოს ფაბრიკა -ქარხნებით მოფენილს ვხედაო.

ისევ ცრუობს, რადგან საქართველოს განიავებაზე აღებულ ვალდებულებებს შესრულება ხომ უნდა. მას და მის გუნდს ხომ ეს ვალდებულებები ვალად ადევთ--- ამერიკელის და თურქის, არაბის თუ ირანელის, რუსის თუ ჩინელის, უკრაინელის თუ ინდოელის წინაშე.

მან რომ ახლა ხელისუფლება დაკარგოს და გავლენა--- ამ ჩვენთვის სამშობლოზე და მისთვის უბრალოდ ბიზნეს ტერიტორიაზე ხომ დამუხრუჭდება ის ბარბაროსული ბიზნეს პროექტები, რომლებიც ასე გვიჩანაგებს სახელმწიფოს ქართველებს? ხომ მოსთხოვენ მსოფლიო ლგბტ ფულის ტომარა ლობისტები ქართველთა გადაცისფრების შეუსრულებლობაზე პასუხს? ამიტომაც გაბოლებთ სრული ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და დასარიგებელი კარტოფილი და საარჩევნოდ ჩასაკუჭი 30 ლარები უკვე დახარისხებულ დათვლილი აქვს?



ამიტომ, ნუ დავხარბდებით და ნუ დავიჯერებთ რომ ---- კუზიანს სამარის გარდა რამე გაასწორებს და ნუ მოგვეჩვენებათ თითქოს გაქნილ აფერისტს მხრებზე ფრთების ამოსასვლელი ადგილი აუქავდება. ნუ გააკეთებ მასზე და მის ბანდაზე არჩევანს, რადგან სუპერ გადამგდები ყოველთვის გადაგაგდებთ. საკუთარი თავი თუ არ გეცოდებათ, შვილების მომავალი მაინც შეიცოდეთ.
გურამ ქართველიშვილი

0
345
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0