სხვა არ დანებდე და ოცნება აისრულე - ცალხელა მევიოლინე იაპონიიდან(ვიდეო) 2019, 11 აპრილი, 13:51 მანამი იტომ(Manami Ito) იცოდა, რომ მთელი თავის ცხოვრება ავადმყოფ ადამიანებს უნდა დახმარებოდა, მიზანთან ახლოს იყო, სწავლობდა რა სამედიცინო კოლეჯში, მაგრამ ახალგაზრდა გოგონას ბედმა მოულოდნელად უმუხთლა, ავტოსკატასტროფაში მარჯვენა ხელი დაკარგა, მისი ნათესაევბი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მანამის ოცნება ოცნებად დარჩა. მაგრამ კოლეგა-მედიკოსებმა ბედის ანაბარა არ დატოვეს გოგონა, თანამედროვე მედტექნიკის წყალობით გოგონასთვის დაამზადეს ხელოვნური ხელი, რის შემდეგაც გოგონამ გააგრძელა სწავლა და მეტიც, ჩაეწერა ცურვის სექციაზე. გოგონას ჟინი და გაუტეხელობა ამით არ დამთავრებულა, ცურვა მისი სპორტული კარიერის დასაწყისი გახდა, გოგონამ ორ პარაოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა, პეკინში 2008 წელს საპატიო მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ლონდონში 2012 წელს მე-8 ადგილზე გავიდა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, მანამი მაინც გახდა მედდა ხელის პროთეზით, ასეთი რამ ჯერ იაპონიაში არ ახსოვთ, ამასთანავე, საკუთარ დასთან ერთად დადის გასტროლებზე, სადაც უკრავს ვიოლინოზე და შესანიშნავ მუსიკას ჩუქნის ხალხს. მანამის შემხედვარე, არ შეიძლება არ გაგახსენდეს მარტივი ჭეშმარიტება-ოცნებისკენ ჯიუტად სწრაფვა მაინც ამართლებს, თუნდაც ერთი შეხედვით გადაულახავი სიძნელეები შეგხვდეს. 61 4-ს მოსწონს
|