სხვა დაბერების საწინააღმდეგო საკვები ქალებისთვის 2019, 11 აპრილი, 0:49 თხილი![]() არ აქვს მნიშვნელობა, რომელ თხილს მიანიჭებთ უპირატესობას, ნებისმიერი ქვეყნის და კუთხის შეგიძლიათ აირჩიოთ. ყველა მათგანი არის დაბერების საწინააღმდეგო, მადლობა მათ ქოლესტერინის შემცირებისა და ანთების საწინააღმდეგო ეფექტების გამო. სეზამის თესლი![]() სეზამის თესლი ეხმარება ძვლების სიძლიერეს, იგი მდიდარია რკინით, კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორით და სხვა მინერალებით. ლიმონის და ლაიმის წვენი![]() ვიტამინი C გადამწყვეტ როლს ასრულებს გენეტიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და ეს არის გადამწყვეტი გზა, რომ თქვენი კანი გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად. ლიმონი და ლაიმი შეიცავს სწორედ C ვიტამინს და ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ავოკადო![]() ომეგა 3-ის მსგავსად, ავოკადო ეხმარება იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ასევე, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, მეხსიერებაზე, აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს, აქვს ანტისტრესული მოქმედება. სტაფილო![]() სტაფილოს აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი თვისებები, იგი მდიდარია ვიტამინებით, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის აღდგენას და რეგენერაციას, რაც მნიშვნელოვანია კანის უჯრედების ელასტიკურობისთვის. ბროკოლი![]() თქვენ შეიძლება არ გიყვართ ბროკოლი, მაგრამ 2016 წლის კვლევამ დაადასტურა, რომ ბროკოლი შეიცავს მცენარეთა პიგმენტ ლუთეინს, რომელიც თქვენ ცოდნას და მახსოვრობას გააუმჯობესებს. 371 1-ს მოსწონს
|