x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„ბორში“ კომბოსტოს გარეშე, რომელსაც სოციალურად დაუცველებს აჭმევენ
image

უკვე ორი კვირაა, ჟურნალისტი Shorena Marsagishvili სოც. ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისნის ტერიტორიაზე, ჩკალოვის ქუჩაზე მდებარე სოციალურ სასადილოში, ბორშჩი მზადდება კომბოსტოს გარეშე
ორი კვირაა თვალყურს ვადევნებ და ხმას არ იღებს ისნის გამგეობა.
ამჯერად, შორენამ ე.წ. უკომბოსტო ბორშჩის ფოტო დადო ...
გავაზიარე...

დეზინფორმაცია და სიცრუეაო - დაგვიწერა ისნის გამგეობის პიარმა, ბოდიში მოუხადეთო - დაგვტუქსა მრავლობითში.
თან ისნის გამგეობის განცხადების ლინკი დაგვიტოვა. განცხადებაში წერია: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ისნის ტერიტორიაზე არსებულ უფასო სასადილოებში მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
აქვე გვამცნობენ, რომ სისტემატიური მონიტორინგი წარმოებს სასადილოების.
ბოლოს კი დასძენენ, რომ სანამ მსგავსი ფაქტის გასაჯაროებას გადავწყვეტთ, ფოტო ან ვიდეომასალა უნდა წარვადგინოთ მტკიცებულებად, რადგან ფაქტის შესწავლა და რეაგირება მოხდეს

გაიხარეთ თქვენ, ანუ, ფოტოს მიიღებთ მტკიცებულებად, ხო?
მიიღეთ, აქ დევს!


უპს, პიარმა, მე რა ვიცი როდის გადაღებული ფოტოა და რისი ფოტოაო.
აკი, ფოტომტკიცებულებას მივიღებთო?
ვერ გავიგე.

კარგი. სისტემატიურ მონიტორინგს ვაწარმოებთ, ვიდეოთვალი გვიყენიაო ..
რა უნდა მერე, ამოიღეთ სამშაბათის ჩანაწერი და ვნახოთ, სად წავიდა კომბოსტო...
ოფიციალურად წერილით უნდა მოგვმართოს პოსტის ავტორმაო!
მე მოგმართავთ, საზოგადოებას აინტერესებს-თქო...
ანუ, თქვენ ხართ პოსტის ავტორიო?

ბიჭოს, მე თუ არ ვარ პოსტის ავტორი, არ ჩავერიო? გვერდზე გავდგე? ჟურნალისტი რომ ორი კვირაა წერს, ყურადღებას არ აქცევთ, ფოტოც დადო დღეს და ცრუს ეძახით და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებთ, საჯაროდ რომ ითხოვთ ბოდიშის მოხდას - გვერდზე გავდგე?
მე რომ მომედავებით ფაქტებზე - შორენამ შემაქციოს ზურგი?

არ გამოვა ეგ ამბავი, ჩემო კარგო.

დადეთ, ვიდეო, როგორი ფორმითაც თქვენ გააკეთეთ განცხადება და უარჰყავით, იმ ფორმით გთხოვთ, დადეთ ვიდეო, სამშაბათს, იმ კონკრეტულ სასადილოში, გვაჩვენეთ, როგორი ბორშჩი გააკეთეთ და როგორი დაასხით თეფშებზე.

მოკლედ, მე გამგეობის იმიჯს ვიცავო, პიარმა...
ოფიციალურად შემოიტანეთ განაცხადი და მერე შევამოწმებთ ვიდეოს და მოკვლევას დავიწყებთო...

რატო, რა, თავად ოფიციალურად მოგვწერეს წერილი? თავად თუ შეუძლიათ პასუხი გაგვცენ სოც. ქსელიდან, ჩვენ რატომ ვერ დავწერთ პასუხის პასუხს სოც.ქსელში?

განცხადების მერე შევამოწმებთ და მოკვლევას დავიწყებთოოო??
არ შეგიმოწმებიათ ჯერ-თქო???- ჩავეკითხე არაერთხელ...

როგორ, გამგეობამ გააკეთა განცხადება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, მსგავსი ფაქტი არ ყოფილაო და პიარი მიხსნის, ჯერ ფაქტი არ მოგვიკვლევიაო??

რის საფუძველზე გააკეთა მაშ, გამგეობამ განცხადება?
გვატყუებთ??
ვის უბედავთ საერთოდ, ასეთი განცხადებებით მიმართვას? თქვენ ქართული საზოგადოება ვინ გგონიათ?

ვის დაშინებას ცდილობთ და როგორ ბედავთ, მოუკვლეველ ფაქტზე ასეთი განცხადების გაკეთებას?

ისნის რაიონის გამგეობა ბოდიში მოიხადე, საზოგადოების წინაშე მოიხადე ბოდიში!

საქმე მარტო კომბოსტოს ქურდობაში აღარაა უკვე, საქმე უფრო ცუდად გვქონია, მუშაობა არ გვცოდნია, საუბარი არ გვცოდნია, მოკვლევა არ გვცოდნია რა არის და ტერმინი - ვავხადებ სრული პასუხისმგებლობით - არ გცოდნიათ, რას ნიშნავს.

ველოდები თქვენგან სრულ პასუხისგებას კომბოსტოს ქურდობის ფოტომასალაზე, გამგეობის განცხადებაზე, რომელიც მოკვლევის გარეშე მოგვაჩეჩეთ!

და აღარასოდეს გაბედოთ, ფაქტების გარეშე, მოივლევის გარეშე, ექსპერტიზის გარეშე, მსგავსი განცხადებების გაკეთება.
მაგას სჯობს, გამოიკვლიოთ და გამოასწოროთ!
არ სჭირდება იმიჯს ხელოვნურად შექმნა და დაცვა, თქვენი იმიჯი ხალხმა უნდა შექმნას!

აბა, კიდევ რომელ გამგეობას უნდა ბოდიში მოვუხადოთ? რიგში ჩადექით ..image

0
47
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0