ქალი და მამაკაცი 7 მიზეზი რატომ არის მარტო ყოფნა უკეთესი 2019, 10 აპრილი, 14:39 თავისუფლების დროს უფრო მეტად ფოკუსირდებით საკუთარ თავზემარტო ყოფნისას თქვენი გრაფიკი და თქვენი გონება თავისუფალია, ამიტომ გაქვთ მეტი დრო რათა იფიქროთ საკუთარ თავზე, რის გაკეთება გსურთ, ვინ გსურთ რომ იყოთ და ა.შ მეტი შესაძლებლობა გაქვთ შეხვდეთ ადამიანებსშეყვარებულ ადამიანებს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ და თითქოს მიმაგრებულები არიან ერთმანეთზე, სწორედ ამიტომ ყველგან ერთად დადიან. როდესაც შენ მარტო ხარ შეგიძლია შეხვდე მეგობრებს და გაერთო მათთან ერთად რამდენ ხანსაც გინდა. ახლობლების უკეთ გაცნობა და მათთან დიდი დროის გატარებაშეყვარებულის ყოლა ნიშნავს რომ 365 დღიდან ნახევარზე მეტს მასთან ერთად ატარებ, შესაბამისად დრო არ გრჩება როგორც საკუთარი თავისთვის ასევე ოჯახის წევრებისთვის. შეინარჩუნებთ ფულს (სერიოზულად)ურთიერთობა არ არის იაფი. ყოველთვის ცდილობთ შეყვარებული გაახაროთ და დაბადების დღეზე ჩუქნით საჩუქარს, ასევე დღესასწაულებზე და ა.შ. შეყვარებული როდესაც არ გყავთ მთელი თანხა შეგიძლიათ დაახარჯოთ საკუთარ თავს, წახვიდეთ სამოგზაუროდ, იყიდოთ ახალი ჩანთა და ა.შ გამოიყენოთ დრო ისე როგორც გინდათურთიერთობა შეიძლება იყოს შესანიშნავი, მაგრამ მას შეუძლია შენი თავისუფალი დრო შეამციროს მაქსიმალურად. ისიამოვნე მარტო ყოფნით და ცხოვრებით, გამოიყენე დრო ისე როგორც შენ გსურს. არ მოგიწევს არგუმენტების მოძებნა რაღაცის ასახსნელადრა თქმა უნდა ურთიერთობა კარგია, მაგრამ ამავე დროს ძალიან დამღლელი. კარგია როცა არ გიწევს აუხსნა შეყვარებულს ვისთან ერთად მიდიხარ ვახშამზე, სადილზე და ა.შ. თქვენ არც ერთი არგუმენტის მოყვანა არ გიწევთ როდესაც მარტო ხართ. ახალი ჰობის გამოვლენასამყაროს უფრო მეტად შეცნობას შეძლებ, როდესაც შენ მარტო ხარ. უფრო მეტი დრო გაქვს აღმოაჩინო მსოფლიო და შენში ახალი ჰობიც მათ შორის, მაგალითად როგორიცაა ფოტოგრაფობა, საინტერესო ადგილების დათვალიერება და სხვა. 108 1-ს მოსწონს
|