მოვლენები ჯენიფერ ლოპესმა ქართველი დიზაინერის კაბა ჩაიცვა 2019, 10 აპრილი, 14:30
პოპ-დივამ ჯენიფერ ლოპესმა ქართველი დიზაინერის დევიდ კომას(დავით კობახიძე)კაბა ჩაიცვა, რომლის ფასიც 5, 530 დოლარია, აღსანიშნავია, რომ მომღერალი დევიდ კომას კაბით თავის ახალ კლიპში გამოჩნდა, რომელიც მარკოელ რეპერთან ფრენჩ მონტანასთან (ქარიმ ხარბოუჩი)ერთად ჩაწერა.
სინგლი "Medicine" 3 აპრილს გამოვიდა. კადრი კლიპიდან
დევიდ კომა ანუ დათო კომახიძე(დაბ.1981წ.) 9 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად თბილისიდან სანკტ-პეტერბურგში გადასახლდა, 13 წლისამ ახალგაზრდა დიზაინერების საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 15 წლისამ გამართა პირველი ჩვენება «Дефиле на Неве», 18 წლის ასაკში გადავიდა ლონდონში სადაც აისრულა ოცნება და სწავლა განაგრძო პრესტიჟულ Central Saint Martins College of Art&Design სკოლაში. სულ მალე მისმა კოლექციამ «Pretty Woman» მიიღო ერთდროულად ორი პრესტიჟული ჯილდო- Harrods Design Award და Vauxhall Fashion Scout Merit Award. ხოლო 2009 წელს მოიგო პრესტიჟული პრემია-NEWGEN , რომელიც ახალგაზრდა დიზაინერების მხარდასაჭერად არის დაწესებული, მალე დევიდ კომამ თანამშრომლობა დაიწყო პრესტიჟულ მარკა Topshop-თან. 2014 წლიდან არის Thierry Mugler-ის არტ დირექტორი, დაარსა საკუთარი ბრენდი David Koma, მისი კაბები აცვია მეგან ფოქსს, გვინეტ პელტროუს, კამერონ დიასს, ევა ლონგორიას, ბიონსეს, ჯენიფერ ლოურენსსს, ჰოლი ბერის და სხვებს. 85 3-ს მოსწონს
|