ფეხბურთი ფეხბურთელის საშინელი ტრავმა, რომელიც გამოიწვია სტადიონზე მდებარე სვეტმა 2019, 10 აპრილი, 9:57 ემირატების საფეხბურთო კლუბ "ალ-ჯაზირა"-ს 23 წლის ფეხბურთელმა აჰმედ რაბიამ თამაშის დროს, როდესაც მისი გუნდი ეთამაშებოდა "ემირატებს", მიიღო თავის სერიოზული დაზიანება. ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც ბურთზე ბრძოლა მიდიოდა, აჰმედს მისმა მოწინააღმდეგემ ხელი უბიძგა და ის თავით დაეჯახა სტადიონზე მდგარ სვეტს. ფეხბურთელი სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში და მისი მდგომარეობა იმ დროისთვის საკმაოდ კრიტიკული იყო, ნელ-ნელა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ მიდის. 249 შეფასება არ არის
|