ფეხბურთი რა მოხდა ჰაბურგის სტადიონზე როდესაც გუნდი ბუნდესლიგიდან დაქვეითდა 2018, 15 მაისი, 11:13 12 მაის ბუნდესლიგის კლუბ ჰამბურგის გულშემატკივრებმა მოაწყვეს სტადიონზე არეულობა, საშინაო მატჩში რომელიც იმართებოდა ფოლკსპარკსტადიონზე ბუნდესლიგიდან გავარდნის შემდეგ. ეს მოხდა ბუნდესლიგის 34 ტე ტურში როდესაც ჰამბურგი დაუპირისპირდა მიუნხენ გლადბახის ბორუსიას, ეს მატჩი დამთავრდა ჰამბურგის გამარჯვებით 2-1, მაგრამ ბუნდესლიგაში დასარჩენად გუნდს ქულები არ ეყო.
არეულობა დაიწყო მატჩის დასასრულს, როდესაც პარალელულ მატჩში რომელიც ხვდებოდნენ ერთმანეთს ვოლსბურგი და კიოლნი ცნობილი გახდა რომ ჰამბურგს ქულები აღარ ჰყოფნიდა ბუნდესლიგაში დასარჩენად და გუნდი დაქვეითდა. გულშემატკივრებმა სტადიონზე ფეიერვერკები და უამრავი საგნები ისროლეს და ცდილობდნენ ბარიერების გარღვევას. არეულობის დასაწყნარებლად მილიცისს ჩარევაც გახდა საჭირო. შედეგად მატჩი გადადებული იქნა 10 წუთზე მეტი დროით. ქვეყნის უძველესი კლუბის გულშემატკივრებისთვის, ეს იყო ნამდვილი ტრაგედია. ბუნდესლიგა შეიქმნა 1963 წელ. 1910 წლიდან ჰამბურგი ყოველთვის თამაშობდა ზედა ლიგაში და გუნდს არასდროს ჰქონდა გერმანიის უმაღლესი ლიგა დატოვებული. 137 2-ს მოსწონს
|