სიახლეები გამოკითხვა: რა იცის ახალმა თაობამ 9 აპრილის შესახებ{ვიდეო}? - გამოკითხულთა უმრავლესობა პასუხს თავს არიდებს 2019, 9 აპრილი, 20:29 ტელეკომპანია ''იმედმა'' 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა. შეკითხვაზე: ''თუ რა იცით 9 აპრილის შესახებ'' გამოკითხულთა უმეტესებობამ შეკითხვას თავი აარიდა, ზოგმა არასწორად გასცა პასუხი, ხოლო ძალიან მცირე ნაწილმა შეკითხვას ადეკვატურად უპასუხა.
ზუსტად 30 წლის წინ, პარლამენტის შენობის წინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შინაგანმა ჯარმა ცეცხლსასროლი იარაღის, მხუთავი აირისა და ჯავშან-ტექნიკის გამოყენებით მშვიდობიანი აქცია სასტიკად დაარბია. 9 აპრილს 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 1991 წელს კი ''უზენაესმა საბჭომ'' საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. რა იციან ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებმა 9 აპრილის შესახებ?(იხილეთ ვიდეო) 179 შეფასება არ არის
|