სხვა 5 ეტაპი, რომელსაც ყველა გადის, როდესაც უყურებს საშინელებათა ფილმს 2019, 9 აპრილი, 0:22 ფიქრობთ რომ უყუროთ საშინელებათა ფილმს? და ფიქრობთ რომ ამისთვის საკმარისად მამაცი ხართ? ამ სტატიაში წაიკითხავთ თუ რას იგრძნობთ საშინელებათა ფილმის ყურების დროს, მაშ ასე დავიწყეთ![]() 1. თავს გრძნობ გაბედულად![]() პარასკევს ღამით თქვენ ხართ მარტო სახლში. ახლა თქვენ შეგიძლია უყუროთ მოსაწყენ, უსაფრთხო ან რომანტიულ ფილმს, თუმცა თქვენ ირჩევთ საშინელებათა ფილმს, რადგან გგონიათ რომ ერთხელ და სამუდამოდ თქვენც უნდა იგრძნოთ ის სიამოვნება რასაც ამ ჟანრის ფილმის ყურებისას განიცდიან. როგორც კი დაიწყება ფილმში სისხლიანი უროს სცენა ან პარანორმალური მოვლენები მაშინვე გაბედულობა ქრება და ნელ-ნელა შიში იმატებს. 2. შიშიჯერ თქვენ მხოლოდ 20 წუთი უყურებთ ფილმს, მაგრამ შიში უკვე პიკს აღწევს. ახლა უკვე აღარ გრძნობთ თავს მამაცად ხომ? დიახ ზუსტად ასეა. საშინელებათა ფილმში მუსიკა კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას. 3. ოთახიდან გარეთ ვეღარ გადიხარ და ფაქტობრივად ტერორში იმყოფები![]() ძალიან შეშინებული ხარ უკვე და ვეღარ ბედავ რომ გათიშო ფილმი და დაიძინო ან უბრალოდ გაისეირნო გარეთ. 4. შერეული ემოციები![]() ამ ეტაპზე უკვე თქვენ ხართ შეშინებული და გაბრაზებული. გგონიათ რომ მკვლელი ამოდის კიბეებზე და გიახლოვდებათ, როგორც იმ ფილმში რომელსაც ამ წამებში უყურებთ. 5. დასრულდა ყველაფერი მაგრამ მაინც გეშინიათ![]() ახლა კი ფიქრობთ ეს ყველაფერი დასრულდა? და ყველაფერი ასეთი საშიში იყო? თვალს ხუჭავთ ირგვლივ სიბნელეა და ისევ ამ ფილმზე ფიქრობთ და გეშინიათ ზუსტად ისე როგორც მაშინ, ეს ბუნებრივი მოვლენაა და ზოგადად ასეც ხდება ხოლმე, ასე რომ ნუ შეშინდებით.13 1-ს მოსწონს
|