x
image
ზოგადი განათლება
დაისვენებს თუ არა საჯარო და კერძო დაწესებულებები(სკოლები, ბაღები...) 12 მაისს?
საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. დოკუმენტის თანახმად, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე - იმედის დღე იქნება.


image


მომზადებული ცვლილებებით დაკონკრეტდება, რომ 12 მაისი საქართველოში უქმე დღე იქნება.



4 აპრილს მთავრობამ პარლამენტს მიმართა, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღედ დაწესდეს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.




გასული წლის ბოლოს წმინდა სინოდმა 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.


ვინაიდან 12 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა, დაისვენებს საჯარო დაწესებულებები. მაგალითად სკოლები, ბაღები და ა.შ. თუმცა, განათლების სამინისტრო ამის შესახებ რამდენიმე დღეში გააკეთებს განცხადებას.




0
300
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0