საზოგადოება ოცნების ყოფილი მხარდამჭერის წერილი ბიძინა ივანიშვილს 2019, 8 აპრილი, 14:57 'წერილის წერილი... ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს.. სიბრძნე ხალხშია და ხალხზე ბრძენი ჯერ არავინ დაბადებულა.
დალოცვილო, თუ ერის მამობაზე გაქვს პრეტენზია და გსურს, რომ ნაკეთები სიკეთე დაგიფასდეს, გაიარე ხალხში, მოუსმინე მათ, ან სულაც ამბის მომტანი ადამიანები მაინც შეარჩიე და შემოიკრიბე...
არ შეიძლება ჩადიოდე რეგიონებში და შენს გეგმებს აცნობდე იქაურებს, არ ეკითხებოდე რა სურთ, რა აწუხებთ და რა სჭირდებათ პირველ რიგში... არ მიმაჩნაი სწორად, როცა ყველას მაგიერ ცდილობ იფიქრო და აკეთო ის, რაც მხოლოდ შენ მიგაჩნია სწორად...
გადი ხალში, მოუსმინე მათ და ქვეყანაც დაწყნარდება... ერიც დაგიფასებს მცდელობას, თუ სწორად წარმართავ მთავრობის საქმიანობას... დავიწყოთ იქიდან, რომ დასასჯელი უნდა დაისაჯოს, მაღალ ეშელონებში კორუფცია უნდა აღმოიფხვრას და სამართლიან, მოაზროვნე საზოგადოების ჩამოყალიბებას უნდა შეუწყო ხელი... სამართლიანობის, უთანასწორობის განცდაა ხალხში ჩაბუდებული და ამას უნდა გამოსწორება... ქართული, ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა უნდა გახდეს პრიორიტეტი და არა რაღაც, ფსევდოევროპული, უზნეო სახელმწიფოსი... განვლილი შვიდი წლის განმავლობაში შეგეძლოთ რეგიონების განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკაზე უნდა გეზრუნათ და არა თბილისის ბეტონის თავკობალად გადაქცევაზე... ხელი შეუწყეთ სოფლის მეურნეობის განვითარებას და გახსენით სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები... არ სჭირდება თბილისს 50 ცოდნის არმომცემი უნივერსიტეტი... გადანაწილეთ ისინი რეგიონებში... სამშენებლო კომპანიები რეგიონებში გაიყვანეთ და იქ აშენონ ლანდშაფტზე მორგებული შენობები, სასტუმროები, რესტორნები და საცხოვრებელი ბინები... ტურისტების ნაკადი მიმართეთ საქრთველოს ულამაზეს კუთხეებისკენ და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, ისევ ადგილობრივების კეთილდრეობას მოახმარეთ... გურია, სამეგრელო, რაჭა, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, მთა სულს ღაფავს და დროზე მიხედეთ... დააბრუნეთ ხალხი თავის მიწაზე.... თბილისში საშოვარზე ჩამოსულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება... აღადგინეთ ჩაწერის ინსტიტუტი, განტვირთეთ თბილისი... ჩვენც გვეშელება და ჩამოსულებსაც... დააწევინეთ ბანკებს პროცენტი კრედიტებზე და ხელის შეუწყვეთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას... -საშუალო ფენა სჭირდება ქვეყანას... -ძლიერი გლეხი სჭირდება ქვეყანას... -განათლებულინ ახლგაზრდობა სჭირდება ქვეყანას... -სამართალი და მომავალის იმედი სჭირდება ხალხს... -იმედი და არა ოცნება... პ.ს. აბა ჰე, ხვალიდანვე შეუდექით საქმეს... იდეებს გზა და გზა მოგაწვდით... მომიტევეთ და თქვენი და თქვენი "გუნდის" იმედი არა მაქვს... უბრალოდ, წერილებს ჩვენც ვწერთ..." - ბადრი ჯინჭარაძე, ოცნების ყოფილი მხარდამჭერი 770 2-ს მოსწონს
|