x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ლელა კაკულია: საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვხედავ მინი-ქარხნებს

image


ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება და მას ელექტრომობილების მწარმოებელი მსხვილი კომპანია Changan-ი ააგებს, რომლის სტრატეგიული პარტნიორები არიან: „ვოლვო“, „ფოლკსვაგენი“ და „ფორდი“.
ქუთაისში დამზადებული ელექტრომობილების ბაზარზე გატანა უკვე 2020 წლისთვის იგეგმება.
საავტომობილო ქარხნების აგება საქართველოში, მათ შორის, ქუთაისში, ქართველმა ფენომენმა ლელა კაკულიამ მრავალი წლის წინ იწინასწარმეტყველა და მრავალჯერ გამოაქვეყნა გაზეთებსა და წიგნებში. გარდა ამისა, ისაუბრა სატელევიზიო გადაცემებშიც. მაგალითად, ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში ბატონ დავით აქუბარდიასთან ინტერვიუს დროს.
ქვემოთ რამდენიმე წინასწარმეტყველებას შეგახსენებთ ქალბატონ ლელა კაკულიას ჩანაწერებიდან.
1999 წელი, 7 ნოემბერი, დღის 2 საათი.
ვხედავ მომავალში დიდ პროექტებს საქართველოში. ყველგან აშენებენ...
ცნობილი მანქანების ფირმა შემოდის პროექტებით, რომ ააშენონ ქარხნები. ვხედავ უცხოური მანქანების მინი-ქარხნებს. საქართველოსთვის ეს ძალიან მომგებიანია. ასეა მომავალში ასი პროცენტით. აი ნახავთ!!!
2012 წელი, 14 ივნისი.
ვხედავ, ქუთაისში აღდგება ის ქარხნები, კომუნისტების დროს რომ ფუნქციონირებდა. ქუთაისი იყო და იქნება ინდუსტრიის მშენებელი ქალაქი. მრავალი ადამიანი დასაქმდება, ხოლო პროდუქცია კი დიდ შემოსავალს მოუტანს სახელმწიფოს.
ეს სამხედრო ხაზითაც იქნება. მაგალითად, სამხედრო მანქანები, სამხედრო ვერტმფრენები და უამრავი სხვა რამ.
2013 წელი, 22 იანვარი, 18 საათი და 45 წუთი.
მომავალში ქუთაისი იქნება ერთ-ერთი ძლიერი და მძლავრი ქალაქი ასევე ეკონომიკურადაც.
2017 წელი, 6 ნოემბერი, 13:15 საათი
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვხედავ ქარხნებს, მინი-ქარხნებს. ვხედავ, მდგომარეობა ძალიან გამოცოცხლდება.image
1
1817
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
1817
  
შენ რომ ხედან, ისე შეხედა ჩემმა მტერმა, ჩვენც დაგვანახე რამდენიმე, მატყუარები გვაკლია, შენ არ დაემატო?"
0 1 1