სხვა 3 უძველესი ცივილიზაცია 2019, 5 აპრილი, 19:33 ადამიანური ევოლუციის დროს, მცირე იზოლირებული ჯგუფებიდან, ჩამოყალიბდა თემები. შემდეგ კი საზოგადოების ზრდასთან ერთად ნელ-ნელა შეიქმნა ცივილიზაციაინკების ცივილიზაციაცივილიზაციის სახელი - ინკების ცივილიზაციაპერიოდი - ძვ.წ 1200 წელიწარმოშობის ადგილი - დღევანდელი პერუს ტერიტორიაამჟამინდელი მდებარეობა - პერუ, ეკვადორი და ჩილეძირითადი ნიშნები - უდიდესი იმპერია სამხრეთ ამერიკაშიინკები ცივილიზაცია იყო სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდი იმპერია, კოლუმბიის ეპოქაში. ამ ცივილიზაციამ დღევანდელი ეკვადორი, პერუ და ჩილეს ტერიტორია ააყვავა. ინკები იყვნენ მზის ღმერთი ინტის მიმდევრები. ინკები თავიანთ სამფლობელოს ტაუანტინსუისს უწოდებდნენ – რაც კეჩუას ენაზე "სამყაროს ოთხ გაერთიანებულ მხარეს" ნიშნავდა. ინკების მფლობელობაში მყოფ ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა 9 მლნ ადამიანი, რომლებიც 100-მდე ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდნენ. მხოლოდ თავიანთი ნებისყოფისა და მახვილი ჭკუის წყალობით, ინკებმა უმოკლეს დროში შეძლეს მაღალგანვითარებული კოლუმბამდელი ცივილიზაციის შექმნა ისე, რომ არ იცოდნენ ბორბლიანი ტრანსპორტი და ანბანური დამწერლობა. აცტეკების ცივილიზაციაცივილიზაციის სახელი - აცტეკების ცივილიზაციაპერიოდი - 1345 – 1521წარმოშობის ადგილი - სამხრეთ-ცენტრალური რეგიონი კოლუმბიის ჩრდილოეთითამჟამინდელი მდებარეობა - მექსიკაძირითადი ნიშნები - ნაუტელი გახდა მთავარი ენააცტეკები - მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი იყო. აცტეკური ენა - ნაუატელი იუტოაცთეკურ ენათა დიდ ჯგუფს განეკუთვნება. მეთორმეტე საუკუნეში ჩრდილოეთიდან მოსული აცტეკები მეხიკოს ველზე შეიჭრნენ და დამკვიდრდნენ, აითვისეს მისი ძველი მოსახლეობის კულტურა და მეთოთხმეტე საუკუნეში დააარსეს ქალაქი ტენოჩტიტლანი. რომაული ცივილიზაციაცივილიზაციის სახელი - რომის ცივილიზაციაწარმოშობის ადგილი - სოფელი ლატინიმიმდინარე მდებარეობა - რომიძირითადი მაჩვენებლები - ყველაზე ძლიერი უძველესი ცივილიზაციარომის იმპერიის ისტორია იწყება იტალიური ქალაქ-სახელმწიფოს დაარსებით; ძველი რომი არ იყო პირველი იმპერია, მას არაერთი წინამორბედი ჰყავდა. მკვლევარების აზრით რომაელთა კულტურაც არ ყოფილა ორიგინალური, მაგრამ რომაული სახელმწიფო წყობა და სამართალი იმდენად სრულყოფილი აღმოჩნდა, რომ ის დღევანდელი მსოფლიოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. რომის ისტორია სავსეა მითებით. ადრე რომს მართავდა მეფე, თუმცა შემდგომში იყო "სენატი" რომმა ასევე იხილა ზოგიერთი უდიდესი იმპერატორის აღმავლობა და დაცემა, როგორიცაა იულიუს კეისარი, ტრაიანე და ატუღუსი. 400 1-ს მოსწონს
|